ამბები

17:27 | 27.07.2012 | ნანახია 2486 - ჯერ

ქვიშის რაგბში საქართველო მეექვსეა

საქართველოს ნაკრებმა ქვიშის რაგბში, რომელსაც მამუკა ტყეშელაშვილი წვრთნის, საფრანგეთის ქალაქ ბიარიცის მახლობლად გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მეექვსე ადგილი დაიკავა.
თუ გავითვალიწინებთ იმას, რომ შარშან ქართველი მორაგბეები მე-7 ადგილზე გავიდნენ და წელს ტურნირზე ახალგაზრდული გუნდით გაემგზავრნენ, ეს წინგადადგმული ნაბიჯია. ჯგუფურ ეტაპზე არასტაბილურად მოთამაშე ქართველებმა, მოულოდნელად ბელგიელთა გუნდის დამარცხება ვერ მოახერხეს (1:1), ხოლო მე-5 ადგილისთვის ჯახში, ადრეულ ეტაპზე ხელმოცარულ ინგლისთან 1:4 დამარცხდნენ.
ტურნირის გამარჯვებული მასპინძელი საფრანგეთი გახდა, რომელმაც ფინალში რუსეთი დაამარცხა, მესამე ადგილი კი იტალიას ერგო, რომელმაც პორტუგალიას აჯობა. ზემოთნახსენები ექვსეულის გარდა, ევროპის ჩემპიონატზე რუმინეთი, ესპანეთი, ბელგია და უკრაინა მონაწილეობდნენ.
ნაკრები გუნდების გარდა, ბიარიცში ვეტერანთა, ქალთა და ბავშვთა კოლექტივებიც გამოდიოდნენ და ერთგვარი სამდღიანი სარაგბო ფესტივალი იყო. მოედნის სიგრძე 40, ხოლო სიგანე 35 მეტრი იყო. გუნდები მხოლოდ ლელოებზე თამაშობდნენ, არ ურტყამდნენ ჯარიმებს და გარდასახვებს. მოედანზე ერთდროულად ხუთი მორაგბე გადიოდა, სამი კი, სათადარიგო იყო.
საქართველოს ქვიშის რაგბის ნაკრები: გიორგი ფრუიძე (აია), მურაზ გიორგაძე (პატარძეული), რევაზ ბროძელი (არმაზი), გიორგი ნათელაშვილი (რუსთავი), ვაჟა ხუციშვილი (რუსთავი), გიორგი აფციაური (არმია), დევი დევსურაშვილი (ხულიგანა), ილია მელაძე (აკადემია).
მწვრთნელი: მამუკა ტყეშელაშვილი
მენეჯერი: სანდრო ჟღენტი

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.129735