დღეს, უმცროსი “ბორჯღალოსნები” სამხრეთამერიკული ტურნეს მე-3 მატჩს გამართავენ. საქართველოს დროით 23:30 საათზე უმცროსი ქართველი მორაგბეები ურუგვაის 20-წლამდელთა ნაკრებს – “ტერიტოსს” ეთამაშებიან.
ნაკრები ურუგვაიში 25 თებერვალს ჩავიდა, მას შემდეგ რაც სერიის პირველ ორ მატჩში არგენტინის ახალგაზრდულ ნაკრებს – “პუმიტასს” ეთამაშა. ორივე შეხედრა მასპინძლეთა გამარჯვებით – 36:17 და 49:11 დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ ტურნეს მსვლელობისას მატჩების ტელე ან ინტერნეტ ტრანსლაცია არ ხდება. შესაბამისად, წინა მატჩების მსგავსად, უმცროსი “ბორჯღალოსნების” დარჩენილი ორი რკენის თვალყურის დევნება მხოლოდ ტექსტური ლაივით იქნება შესაძლებელი. ის, უკვე ტრადიციულად საქართველოს რაგბის კავშირის თვითერზე იწარმოებს.
სერიის მესამე მატჩისთვის სამწვრთნელო შტაბმა 20-წლამდელების სამატჩო რაზმი უკვე დაასახელა. ამ შემთხვევაში, ფორმატი კვლავ 23 მორაგბიან განაცხადს დაუბრუნდა.
დღევანდელ მატჩს გამოტოვებს ირაკლი სვანიძე, რომელმაც არგენტინასთან მეორე მატჩისას ფეხი დაიზიანა. მას დაჟეჟილობა აღენიშნება და შესაძლოა, სერიის ბოლო მატჩში მაინც ითამაშოს.
უმცროსი ბორჯღალოსნების რაზმი ურუგვაის წინააღმდეგ. 28/02/2016, 23:30 სთ, მონტევიდეო
უკანა ხაზი (ბექები)
15 მირიან მოდებაძე, 14 გიორგი მელაძე, 13 სანდრო ილურიძე, 12 გიორგი გოგოლაძე, 11 დავით მესხი, 10 დავით მოძღვრიშვილი, 9 ლაშა მამუჩარაშვილი
შერკინება (ფორვარდები)
1 თორნიკე მატარაძე, 2 ლაშა საჯაია, 3 ნიკა ნეფარიძე (კაპ.), 4 გაგა არაბული, 5 მიხეილ ბაბუნაშვილი, 6 ირაკლი ცხადაძე, 7 გიორგი ცუცქირიძე, 8 ილია სპანდერაშვილი
მარქაფა
16 უშანგი ჭეიშვილი, 17 გოგა ხუროშვილი, 18 გურამ პაპიძე, 19 დემურ ეფერემიძე, 20 ვანო ფუტკარაძე, 21 გელა აფრასიძე, 22 გურამ ქანდაურაშვილი, 23 რატი შანიძე
https://www.facebook.com/GeorgianRugbyUnion/videos/993028894127543/
www.rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია