ამბები

13:46 | 20.08.2012 | ნანახია 1363 - ჯერ

ბისმარკ დუ პლესი წლის ბოლომდე დაისვენებს, პოკოკიც საოპერაციოა

“ოთხი ერის” მეორე რაუნდის თამაშებს, გუნდები გარკვეული დანაკლისით ხვდებიან. უკვე ცნობილია, რომ სამხრეთ აფრიკას არგენტინაში ჰუკერი ბისმარკს დუ პლესი ვერ დაეხმარება, ხოლო ავსტრალიას ახალ ზელანდიაში გუნდის კაპიტანი, მესამეხაზელი დევიდ პოკოკი ვერ გაყვება. 

“შარქსისა” და სამხრეთ აფრიკის პირველხაზელი, არგენტინასთან 27:6 მოგებული შეხვედრის დებიუტშივე დაშავდა და მე-2 წუთზე შეცვალეს. როგორც “სპრინგბოკის” მთავარმა მწვრთნელმა ჰეინეკე მეიერმა განაცხადა, ტრავმა საკმაოდ სერიოზულია და მორაგბეს შესაძლოა მთელი 7-8 თვე გაუცდეს.
“ვფიქრობ, ბისმარკს ტრავმის გამო დარჩენილი სეზონი სრულად გაუცდება. უახლოეს პერიოდში გამოკვლევის პასუხებს მივიღებთ. წინასწარი ვარაუდით დუ პლესს მყესები უნდა ჰქონდეს გაწყვეტილი. არ მსურს მოვლენებს გავუსწრო, მაგრამ იმ ტრავმის მკურნალობას, რომელიც ბისმარკმა მიიღო, 7-8 თვე ესაჭიროება” - თქვა მეიერმა. 
ოკლენდში “ოთხი ერის” და “ბლედისლოუს თასის” მეორე შეხვედრაში ავატრალიის ნაკრებს ვერ დაეხმარება დევიდ პოკოკი, რომელსაც მუხლზე ოპერაციის გაკეთება მოუწევს. პოკოკმა შაბათს ზელანდიასთან 19:27 წაგებულ შეხვედრაში მუხლის ხრტილი დაიზიანა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა დრო დასჭირდება მის რეაბილიტაციას, მომავალ შეხვედრებში კი, ავსტრალიის ნაკრებს უილ გენია უკაპიტნებს. 

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.096982