გასულ შაბათს გამართულმა “ოთხი ერის” შეხვედრებმა, რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) ყოველკვირეულ რეიტინგში გუნდების გადაადგილება არ გამოიწვია, მაგრამ ამ ოთხი ნაკრების სარეიტინგო ქულებმა ცვლილებები განიცადეს.
სიდნეიში 27:19 გამარჯვების შემდეგ, ახალი ზელანდიის ნაკრებმა მდევარ ავსტრალიასთან უპირატესობა 6,1 ქულამდე გაზარდა. “ოლ ბლექსის” სარეიტინგო ნამატმა 0,86 ქულა შეადგილა და ამდენივე დაკარგა ავსტრალიამ. სამხრეთ აფრიკამ კეიპტაუნში არგენტინის 27:6 ძლევით 0.2 ქულა მიიღო და შედეგად, ჯამში ავსტრალიასთან ჩამორჩენა 1,1 ქულამდე დავიდა. მომავალ შაბათს იგივე წყვილები ეთამაშებიან ერთმანეთს, ოღონდ ამჯერად სტუმარ-მასპინძლები პოზიციებს გაცვლიან.
საქართველოს ნაკრები 67,95 ქულით მე-15 ადგილზე, ფიჯისა და იაპონიას შორის რჩება და ნოემბრამდე “ბორჯღალოსნებისთვის” არაფერი შეიცვლება, შემოდგომაზე კი თბილისს სწორედ ეს გუნდები ეწვევიან და იმედია, ახალ წელს მილტონ ჰეიგის შეგირდები უკეთეს პოზიციაზე შეხვდებიან.
რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიო რეიტინგი 20 აგვისტოსთვის
1 (1). ახალი ზელანდია 92,29
2 (2). ავსტრალია 86,15
3 (3). სამხრეთ აფრიკა 85,01
4 (4). ინგლისი 83,09
5 (5). საფრანგეთი 83,03
6 (6). უელსი 82,26
7 (7). ირლანდია 79,85
8 (8). არგენტინა 79,04
9 (9). შოტლანდია 77,97
10 (10). სამოა 76,23
11 (11). იტალია 76,03
12 (12). ტონგა 74,79
13 (13). კანადა 72,30
14 (14). ფიჯი 70,60
15 (15). საქართველო 67,95
16 (16). იაპონია 67,93
17 (17). აშშ 66,61
18 (18). რუმინეთი 64,54
19 (19). რუსეთი 62,05
20 (20). ესპანეთი 61,63
21 (21). ურუგვაი 61,13
22 (22). ნამიბია 59,24
23 (23). ბელგია 59,17
24 (24). ჩილე 58,32
25 (25). კორეა 56,72
26 (26). პორტუგალია 56,58
27 (27). ჰონკონგი 55,49
28 (28). პოლონეთი 55,19
29 (29). ზიმბაბვე 54,70
30 (30). უკრაინა 53,95
31 (31). გერმანია 53,33
32 (32). მაროკო 52,35
33 ...
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია