ამბები

16:06 | 23.08.2012 | ნანახია 1885 - ჯერ

ბასილაია სადებიუტო მატჩში სინბინით დასაჯეს

წარუმატებელი გამოდგა საქართველოს ეროვნული ნაკრების მესამეხაზელის დებიუტი შოტლანდიურ “ედინბურგში”. დიმიტრი ბასილია ინგლისურ “ნიუკასლთან” გამართულ ამხანაგურ მატჩში ძირითად შემადგენლობაში იყო, მისი გუნდი დამარცხდა, თავად ქართველმა ლეგიონერმა კი, ყვითელი ბარათი მიიღო.
შეხვედრაში ანგარიში შოტლანდიელებმა ჯარიმით გახსნეს, მაგრამ ამის მერე მონაგარს ვეღარაფერი შემატეს. ინგლისელები მეტოქეს აშკარად ჯაბნიდნენ და ხანგრძლივი ზეწოლის შემდეგ ლელო ვერ გაიტანეს, მაგრამ ჯარიმით წონასწორობა აღადგინეს. მერე ბასილაია სინბინით დაისაჯა და 10 წუთი დასჯილთა სკამზე გაატარა, რა დროსაც “ედინბურგმა” ლელო გაუშვა და ტაიმი 3:10, ხოლო მატჩი 3:21 დათმო. ბასილაია საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა მაიკლ ბრედლიმ მეორე ტაიმში შეცვალა.
“ედინბურგი” “კელტების ლიგაში” 1-ელი სექტემბრიდან ჩაებმება და სადებიუტო მატჩში ირლანდიურ “მანსტერს” უმასპინძლებს.
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.087381