ამბები

19:20 | 25.08.2012 | ნანახია 2311 - ჯერ

“ოლ ბლექსმა” ავსტრალია ნულზე დატოვა და “ბლედისლოუ” შეინარჩუნა

ახალი ზელანდიის მორაგტბეთა ნაკრებმა საკუთარ კოლექციას კიდევ ერთი თასი შემატა. ახალი არაფერია, უბრალოდ, “ოლ ბლექსმა” “ბლედისლოუს თასი” ზედიზედ მეათედ შეინარჩუნა.
“ოთხი ერის” მეორე რაუნდში ახალი ზელანდია ავსტრალიას ოკლენდში მასპინძლობდა და წინდაწინვე ცხადი იყო, გამარჯვებით ერთ-ერთი უძველესი თასის მსლობელი ზედიზედ მეათედ გახდებოდა. შეგახსენებთ, “ბლედისლოუს თასი” ახალი ზელანდიისა და “კენგურუების” საზიარო თასია და მისი მფლობელი ის გუნდი ხდება, რომელიც ურთიერთშეხვედრებში წლის განმავლობაში მეტ გამარჯვებას მოიპოვებს. რადგან ერთი კვირის წინ ზელანდიელებმა ავსტრალიაში 27:19 იმარჯვეს და წელს “ვოლაბებს” სულ სამჯერ შეხვდებიან, “იდენ პარკზე” მათთვის უმნიშვნელოვანესი მატჩი შედგა და ის 22:0 დასრულდა.
თამაშმა სრულად მასპინძელთა უპირატესობით ჩაიარა და მისი ბედი დენ კარტერმა გადაწვიტა. “ოლ ბლექსს” აქცენტი ლელოების გატანაზე სულაც არ აუღია და მსოფლიოს საუკეთესო დამრტყმელს მონაგარის შევსება აცალა, თუ,ცა, მისი პირველი ცდა წარმატებული არ აღმოჩნდა. აცილებულს ჯარიმას კარტერმა 25-ე წუთზე დარტყმა ჩაუნაცვლა, ხოლო შესვენებამდე, როდესაც ავსტრალია მოედანზე კაცნაკლული დარჩა ძელებსშუა კიდევ ორი ბურთი გააძვრინა.
მეორე ტაიმში მან კიდევ ორი ზუსტი ჯარიმა შეასრულა, შუაში კი, იზეაელ დეგის მიერ გატანილი ლელო გარდასახა. დღეს ღამე არგენტინა სამხრეთ აფრიკას უმასპინძლებს, რის შემდეგაც “ოთხი ერი” ერთი კვირით შეისვენებს და თამაშები 8 სექტემბერს განახლდება.

25 აგვისტო. “ოთხი ერი”. II რაუნდი
ახალი ზელანდია. ოკლენდი. “იდენ პარკი”.
ახალი ზელანდია - ავსტრალია 22:0 (9:0)
ახალი ზელანდია:
15. იზრაელ დეგი, 14. კორი ჯეინი, 13. მაა ნონუ, 12. სონი-ბილი უილიამსი, 11. ჰოსეა გიარი, 10. დენ კარტერი, 9. აარონ სმიტი; 1. ვაით ქროქეთი, 2. კევინ მეალამუ, 3. ოუენ ფრენკსი, 4. ლუკ რომანო, 5. სემ ვაიტლოკი, 6. ლაიემ მესამი, 7. რიჩი მაკქოუ, 8. კიარან რიდი.
სათადარიგოები: 16. ენდრიუ ჰორი, 17. ბენ ფრენკსი, 18. ბროდ რეთალიქი, 19. ვიქტორ ვიტო, 20. პირი ვეეპუ, 21. აარონ კრუდენი, 22. ბენ სმიტი.
ავსტრალია: 15. ადამ ეშლი-კუპერი, 14. დრიუ მიჩელი, 13. რობ ჰორნი, 12. ბერიკ ბარნსი, 11. დიგბი იოანე, 10. ქუადე კუპერი, 9. უილ გენია; 1. ბენ რობინსონი, 2. სტივენ მური, 3. ბენ ალექსანდერი, 4. სიტალეკი ტიმანი, 5. ნეითან შარპი, 6. დეივ დენისი, 7. მაიკლ ჰუპერი, 8. სკოტ ჰიგინბოთამი.
სათადარიგოები: 16. საია ფაინგა, 17. ჯეიმს სლიპერი, 18. რადიკ სამო, 19. ლიამ გილი, 20. ნიკ ნიკ ფიპსი, 21. ენტონი ფაინგა, 22. ქერთლი ბილი.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.096503