არგენტინის ნაკრებმა სამხრეთ აფრიკასთან მენდოსაში ისტოირიულ შედეგს კი მიაღწია, მაგრამ ეს რეიტინგში წინსვლისათვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
პირველი ტაიმის 13:3 მოგების შემდეგ, “პუმებმა” “სპრინგბოკსთან” ჯახი მხოლოდ 16:16 დაასრულეს და სარეიტინგო ქულათა მცირე ნამატი ირლანდიის უკან მოსატოვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. კიდევ უფრო მცირე ქულები მიიღო ახალმა ზელანდიამ, რომელმაც ავსტრალია 22:0 დაამარცხა. ახლა მსოფლიოს ჩემპიონი და რეიტინგლიდერი უახლოეს მდევარ ავსტრალიას 6,38 ქულით უსწრებს. “ოლ ბლექსს” საკუთარ რეკორდამდე ჯერ კიდევ ბევრი უკლია. 2007 წელს ის რეიტინგში უახლოეს მდევარს 9,41 ქულით უსწრებდა.
საქართველოს ნაკრები 67,96 ქულით კვლავ მე-15 საფეხურზე რჩება. რეიტინგში მორიგი ცვლილებები ორ კვირაში მოხდება, როდესაც “ოთხი ერის” III რაუნდის მატჩები გაიმართება: ავსტრალია სამხრეთ აფრიკას მასპინძლობს, ახალი ზელანდია კი არგენტინას დაუხვდება.
რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიო რეიტინგი 27 აგვისტოსთვოს
1 (1). ახალი ზელანდია 92,43
2 (2). ავსტრალია 86,05
3 (3). სამხრეთ აფრიკა 84,77
4 (4). ინგლისი 83,09
5 (5). საფრანგეთი 83,03
6 (6). უელსი 82,26
7 (7). ირლანდია 79,85
8 (8). არგენტინა 79,34
9 (9). შოტლანდია 77,97
10 (10). სამოა 76,23
11 (11). იტალია 76,03
12 (12). ტონგა 74,79
13 (13). კანადა 72,30
14 (14). ფიჯი 70,60
15 (15). საქართველო 67,95
16 (16). იაპონია 67,93
17 (17). აშშ 66,61
18 (18). რუმინეთი 64,54
19 (19). რუსეთი 62,05
20 (20). ესპანეთი 61,63
21 (21). ურუგვაი 61,13
22 (22). ნამიბია 59,24
23 (23). ბელგია 59,17
24 (24). ჩილე 58,32
25 (25). კორეა 56,72
26 (26). პორტუგალია 56,58
27 (27). ჰონკონგი 55,49
28 (28). პოლონეთი 55,19
29 (29). ზიმბაბვე 54,70
30 (30). უკრაინა 53,95
31 (31). გერმანია 53,33
32 (32). მაროკო 52,35
33 ...
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია