ავსტრალიის ეროვნული ნაკრებისა და “ვარატასის” უკანახაზელი დრიუ მიჩელი, “ოთხი ერის” დარჩენილ მატჩებს გამოტოვებს და სავარაუდოდ, ერთი წლის განმავლობაში მოედანზე საერთოდ ვერ გავა.
როგორც მან AAP-ს განუცხადა, გასულ შაბათს ახალ ზელანდიასთან 0:22 წაგებულ შეხვედრაში აქილევსის მყესი გაიწყვიტა აღდგენითი პროცესისთვის დიდი დრო დაჭირდება.
“აღდგენისთვის სერიოზული პროცედურების ჩატარება დამჭირდება. დარწმუნებული არ ვარ, რომ მოედანზე გასვლას უახლოესი 12 თვის განმავლობაში მოვახერხებ. აქილევსზე ოპერაციის გაკეთება, მერე კი, ხანგრძლივი დასვენება მომიწევს” - თქვა მიჩელმა.
28 წლის მორაგბეს, ტერფის ტრავმის გამო გასულ წელს სუპერ-15-ის დიდი ნაწილი გაუცდა, მერე კი, 2011 წლის მსოფლიო თასზეც დაშავდა. იმ მომენტიდან მოყოლებული, მიჩელი ნაკრებს სწორედ “ოლ ბლექსთან” მატჩში დაუბრუნდა, მაგრამ ისევ დაშავდა და პირველ ტაიმშივე შესაცვლელი შეიქმნა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია