საქართველოს მორაგბეთა ეროვნული პირველობის მეორე ტურის ცენტრალურ მატჩში, ერთმანეთს გასული ჩემპიონატის ფინალისტები: მოქმედი ჩემპიონი “არმია” და მეორეადგილოსანი ქუთაისის “აია” დაუპირისპირდნენ.
ავჭალის სტადიონზე 300-მდე მაყურებელი შეიკრიბა. დასწრება გაცილებით მაღალი იქნებოდა, თამაში ლატვიასა და საქართველოს საკალათბურთო შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს რომ არ დამთხვეოდა. ვინც რაგბიზე წამოსვლა გადაწყვიტეს, ნამდვილად არ უნანიათ, პირველიდან ბოლო წუთამდე ძალიან დაძაბული ბრძოლით ისიამოვნეს.
ანგარიში იმერელთა ათმა ნომერმა გაგა სინაურაძემ ჯარიმით გახსნა, მაგრამ არმიელთა უკანახაზელმა ბახვა კობახიძემ, ზუსტი საჯარიმოებითვე ორჯერ უპასუხა და შესვენებაზე ჩემპიონი სამქულიანი უპირატესობით (6:3) გავიდა.
შეხვედრის ერთადერთი ლელო მეორე ტაიმის შუაწელს, “აიას” მესამეხაზელმა გელა შალამბერიძემ გაიტანა. იქამდე, ორივე გუნდის დამრტყმელებმა თითო ჯარიმის გაცვლაც მოასწრეს, ლელოს კი, სინაურიძის გარდასახვაც მოჰყვა და ქუთაისელები 13:9 დაწინაურდნენ. კობახიძემ მალევე, მორიგი ზუსტი დარტყმებით, ჯერ მინიმუმამდე შეამცირა ანგარიშში სხვაობა, შემდეგ კი “არმია” 15:13 დააწინაურა. ამ ჯარიმებს შორის კი, “აიამ” მეორე ლელოს გატანის რეალური შანსი გაუშვა ხელიდან. უფრო ზუსტი იქნება, თუ ვიტყვით, რომ გააშვებინეს - ლევან გოგიამ ხაზი გაჭრა და ბურთი წინ ფეხით გაიგდო, მაგრამ რატი ნუცუბიძემ უკნიდან უბურთო მეტოქე შეაჩერა და გასინბინების ფასად, თავისი გუნდი ანგარიშში კიდევ უფრო მეტად ჩამორჩენას გადაარჩინა.
მატჩის მიწურულს, სინაურიძემ ქუთაისელები სამქულიანი დარტყმით საბოლოოდ დააწინაურა – 16:15, თუმცა ამის შემდეგ იყო ერთი ეპიზოდი, რომელსაც მატჩის ბედის შეტრიალება შეეძლო. 5 ჯარიმის გამტანმა კობახიძემ, მეექვსე ცდა გააცუდა.
8 სექტემბერი. შაბათი
თბილისი. “ავჭალა”. 300 მაყურებელი
არმია (თბილისი) - აია (ქუთაისი) 15:16 (6:3)
არმია: ბ. გობახიძე, ტუჩაშვილი, გაბროშვილი, ჩხიკვაძე, ნუცუბიძე, ნინიძე, სამხარაძე, ბუჯიაშვილი, თავართქილაძე, თხილაიშვილი, ჩიტიძე, ცხადაძე, გურგენიძე, მეკოკიშვილი, ზაქაშვილი.
სათადარიგოები: გ. კაკოვინი, დონაძე, სურგულაძე, აზალაძე, ჭითაშვილი, გ. ჯიმშელაძე, გაგოშვილი, ნავროზაშვილი.
აია: ხამაშურიძე, აბრამიძე, ფრუიძე, ძნელაძე, გოშაძე, სინაურიძე, გოგია, ყურაშვილი, შალამბერიძე, რევიშვილი, ჩიტეიშვილი, ჯიმშიტაშვილი, ულუმბელაშვილი, თხელიძე, არაბიძე.
სათადარიგოები: მატკავაძე, წაქაძე, რატიშვილი, ხელაძე, კუხიანიძე, შარვაშიძე, დგებუაძე.
ლელო: შალამბერიძე.
გარდასახვა: სინაურიძე.
ჯარიმა: სინაურიძე (3) – კობახიძე (5).
საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატი. II რაუნდი
8 სექტემბერი. შაბათი
თბილისი. “შევარდენი”. 16:00
ილიაუნი ჯიქი (თბილისი) - ხარები (რუსთავი) 13:6
ბათუმი. “ანგისა”. 16:00
ბათუმი (ბათუმი) - ლოკომოტივი (თბილისი) 13:3
თბილისი. “ავჭალა”. 16:00
ყოჩები (თბილისი) - ლელო (თბილისი) 22:47
თბილისი. “ავჭალა”. 18:00
არმია (თბილისი) - აია (ქუთაისი) 15:16
9 სექტემბერი. კვირა
თბილისი. “შევარდენი” 16:00
აკადემია (თბილისი) - არმაზი (თბილისი)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია