ამბები

10:42 | 10.09.2012 | ნანახია 1562 - ჯერ

უდანაკარგო მხოლოდ “ლელოა”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ჩემპიონატის ორი ტურის შემდეგ, ქულათა მაქსიმუმის აღება მხოლოდ თბილისის “ლელომ” მოახერხა და სატურნირო ცხრილის სათავეშიც უდანაკარგოდ მოკალათდა. დაუმარცხებელი კიდევ ორი გუნდი, მაგრამ მათ ვერცერთ მატჩში ვერ შეძლეს მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანა და შესაბამისად, პრემიალური ქულების აღება.
“ლელოს” სეზონის სტარტზე იოლი მეტოქეები ერგო - გასული ჩემპიონატის შედეგების შედეგად ქვედა დივიზიონში გავარდნილი, მაგრამ უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობის გაზრდის ხარჯზე დარჩენილი “აკადემია” და “ყოჩები”. პირველ წრეში აკადემიელთა მშრალად დამარცხების შემდეგ (25:0), მათ “ყოჩებისგან” 22 ქულა მიიღეს, მაგრამ თავად 47 მოაგროვეს და კვლავ 25-ქულიანი სხვაობით იმარჯვეს - 47:22.
“ყოჩების” დარად ჯერჯერობით უქულოდაა “აკადემია”, რომელმაც მოღონიერებულ “არმაზს” ორი ჯარიმა გაუტანა, მაგრამ 6:24 დამარცხდა. “არმაზისთვის” ეს ზედიზედ მეორე გამარჯვებაა. მეორე მძიმე გამარჯვება იზეიმა ქუთაისი “აიამ”. ბათუმელებს არ უნდა ეწყინოს თუ ვიტყვით, რომ ქუთაისელებისთვის ეს უფრო მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, რადგან თბილისში მათი მეტოქე ქვეყნის ჩემპიონი, ბოლო დროს ყველაფრის მომგები “არმია” იყო და “აიამ” მინიმალური სხვაობით, 16:15 იმარჯვა. არმიელებს მცირე სხვაობით მარცხისთვის მხოლოდ ერთი პრემიალური ქულა ერგოთ.
დაძაბული გამოდგა მეორე რაუნდის კიდევ ორი მატჩი და უქულოდ არცერთი გუნდი არ დარჩენილა. “ბათუმმა” ქვეყნის ყველაზე რირულოვან გუნდ თბილისის “ლოკომოტივს” უმასპინძლა და ამ ქალაქში დიდი რაგბის დაბრუმება 13:10 მოგებით აღნიშნა. უმაღლესში აღზევებულმა “ილიაუნის ჯიქმა” რუსთავის “ხარები” მიიღო და მეტოქეს ერთი გარდასახული ლელოთი, 13:6 აჯობა.   

საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატი. II რაუნდი
8 სექტემბერი. შაბათი
თბილისი. “შევარდენი”.

ილიაუნი ჯიქი (თბილისი) - ხარები (რუსთავი) 13:6
ბათუმი. “ანგისა”.
ბათუმი (ბათუმი) - ლოკომოტივი (თბილისი) 13:10
თბილისი. “ავჭალა”.
ყოჩები (თბილისი) - ლელო (თბილისი) 22:47
თბილისი. “ავჭალა”.
არმია (თბილისი) - აია (ქუთაისი) 15:16
9 სექტემბერი. კვირა
თბილისი. “შევარდენი”.

აკადემია (თბილისი) - არმაზი (თბილისი) 6:24
 

1 ლელო   2 2 0 0 72-22 10
2 არმაზი 2 2 0 0 44-13 8
3 აია 2 2 0 0 29-18 8
4 არმია 2 1 0 1 50-35 6
5 ლოკომოტივი 2 1 0 1 38-25 5
6 ბათუმი 2 1 0 1 16-23 4
7  ჯიქები 2 1 0 1 32-41 4
8 ხარები 2 0 0 2 13-33 1
9  ყოჩები 2 0 0 2 34-75 0
10 აკადემია 2 0 0 2 6-49 0



III რაუნდი. 15-16 სექტემბერი
ჯიქები - აია, ლოკომოტივი - არმია, ლელო - ბათუმი, არმაზი - ყოჩები, ხარები - აკადემია
 

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.075404