ამბები

11:39 | 10.09.2012 | ნანახია 1420 - ჯერ

“ედინბურგმა” ბასილაიას გარეშე იმარჯვა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მესამეხაზელ დიმიტრი ბასილაის “ედინბურგმა”, “კელტების ლიგის” მეორე ტურში სტუმრად უელსის “კარდიფ ბლუზი” 21:19 დაამარცხა.
სამწუხაროდ ამ შეხვედრაში ქართველ ლეგიონერს მონაწილეობა არ მიუღია, მისმა თანაგუნდელებმა კი, გამარჯვება ბოლოსღა მოახერხეს. პირველი ტაიმი უელსელებმა 9:8 მოიგეს და საფინალო სასტვენამდე ნახევარი საათით ადრე უპირატესობა 8 ქულამდე გაზარდეს. მე-60 წუთზე “ედინბურგმა” ლელო-გარდასახვით ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა (18:19), სულ ბოლოს ჯარიმით 21:19 დაწინაურდა, დარჩენილი ორი წუთი გაძლო და პირველი გამარჯვება იზეიმა.
მომდევნო მატჩს ედინბურგელები საკუთარ მოედანზე 14 სექტემბერს გამართავენ - იტალიურ “ზებრეს” უმასპინძლებენ.
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084407