ამბები

17:56 | 10.09.2012 | ნანახია 1852 - ჯერ

ავსტრალიამ მეორე ადგილი შეინარჩუნა

ავსტრალიის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკის ნაკრების 26:19 დამარცხების შემდეგ, რაგბის საერთაშორისო საბჭოს ყოველკვირეულ რეიტინგში მეორე ადგილი შეინარჩუნა.
მატჩის დაწყებამდეც ცხადი იყო, რომ გამარჯვებული გუნდი რეიტინგში მეორე საფეხურზე აღზევდებოდა და მართალია, 54-ე წუთამდე სამხრეთ აფრიკა ლიდერობდა, საბოლოოდ გამარჯვება მაინც ავსტრალიას დარჩა, რომელმაც გამარჯვების ლელო 70-ე წუთზე გაიტანა. მასპინძლებს ეს მოგება გუნდის კაპიტან უილ გენიას დაკარგვად დაუჯდათ, რომელმაც მუხლის მყესები გაიწყვიტა და წლის ბოლომდე ვეღარ ითამაშებს.
ავსტრალიელებმა მეორე ადგილის შენარჩუნებასთან ერთად, ჩამორჩენა შეამცირეს რეიტინგლიდერ ახალ ზელანდიასთანაც, რომელმაც, მართალია, არგენტინას 21:5 სძლია, მაგრამ რადგან მას 7 საფეხურითა და 13,09 სარეიტინგო ქულით უსწრებდა, მონაგარს ვერაფერი შემატა. ასევე არაფერი დაკლებია და მე-8 ადგილი შეინარჩუნა არგენტინამაც.
ერთ კვირაში ახალი ზელანდია უკვე სამხრეთ აფრიკას უმასპინძლებს, ხოლო ავსტრალია არგენტინას დაუხვდება და მათი შედეგები რეიტინგზეც იმოქმედებს.

რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიო რეიტინგი 10 სექტემბრისთვის
1    (1). ახალი ზელანდია    92,43
2    (2). ავსტრალია    86,62
3    (3). სამხრეთ აფრიკა    84,20
4    (4). ინგლისი    83,09
5    (5). საფრანგეთი    83,03
6    (6). უელსი    82,26
7    (7). ირლანდია    79,85
8    (8). არგენტინა    79,34
9    (9). შოტლანდია    77,97
10    (10). სამოა    76,23
11    (11). იტალია    76,03
12    (12). ტონგა    74,79
13    (13). კანადა    72,30
14    (14). ფიჯი    70,60
15    (15). საქართველო    67,95
16    (16). იაპონია    67,93
17    (17). აშშ    66,61
18    (18). რუმინეთი    64,54
19    (19). რუსეთი    62,05
20    (20). ესპანეთი    61,63
21    (21). ურუგვაი        61,13
22    (22). ნამიბია    59,24
23    (23). ბელგია    59,17
24    (24). ჩილე    58,32
25    (25). კორეა    56,72
26    (26). პორტუგალია    56,58
27    (27). ჰონკონგი    55,49
28    (28). პოლონეთი    55,19
29    (29). ზიმბაბვე    54,70
30    (30). უკრაინა        53,95
31    (31). გერმანია    53,33
32    (32). მაროკო        52,35
33    ...

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083427