ამბები

11:47 | 13.09.2012 | ნანახია 2243 - ჯერ

დუგლას ლენგლი ნანახით კმაყოფილი დარჩა

5 სექტემბრს, საქათველოს სამდღიანი სამუშაო ვიზიტით ესტუმრა ევროპაში ირბ-ს განვითარების მენეჯერი დუგლას ლენგლი და ირბ-ს ლიცენზირებული ფიზმომზადების ედუკატორი (მწვრთნელთა მწვრთნელი) გორდონ ბრიცი. ეს უკანასკნელი, ასევე მუშაობს ირლანდიურ “მანსტერში” ფიზმომზადების მწვრთნელად.
დუგლას ლენგლი საქათველოს სხვადასხა მიზნით სტუმრობდა და ამოწმებდა ირბ-ს განვითარების გრანტით გათვალისწინებული პროექტების შესრულების მიმდინარეობას. ის ედუკატორების მომზადების პროცესაც ხელმძღვანელობს. ამჯერად მისი ვიზიტის მიზანს სწორედ ეს ორი საკითხი წარმოადგენდა.
5 სექტემბერს დუგლას ლენგლიმ საქართველოს რაგბის კავშირის შესაბამის სამსახურებთან ერთად განიხილა ირბ-ის განვითარების გრანტით გათვალისწინებული პროექტების მიმდინარეობა, ხოლო 6 და 7 სექტემბერს მონაწილეობა მიიღო სრკ-სა და ირბ-ს მიერ ერთობლივად ორგანიზებულ სემინარში. სემინარს ირბ-ის ლიცენზირებული ფიზმომზადების ედუკატორი გორდონ ბრიცი უძღვებოდა და მიზნად ისახავდა საქართველოში მომუშავე ედუკატორებისთვის დამატებითი ფიზმომზადების კურსის გავლას.
უმღლესი ლიგის გუნდების მწვრთნელებს ჩაუტარდათ ირბ-ს პირვლეი დონის ფიზმომზადების კურსი, რის შემდეგაც მწვრთნელებმა გაიარეს ტესტირება და მიიღეს შესაბამისი სერთიფიკატები.
დუგლას ლენგლიმ დადებითად შეაფასა როგორც განვითარების გრანტით გათვალისწინებული პროექტების შესრულების დონე, ასევე სემინარის ორგანიზაცია და ქართელ ედუკატორთა მომზადების დონე.
დუგლას ლენგლი (ირბ-ს განვითარბის მენეჯერი ევროპაში): “უწინარესად, მინდა გითხრთ, რომ ეს ჩემი მეოთხე ვიზიტია საქართველოში და ყოველ ჩამოსვლაზე აშკარად იგრძნობა წინსვლა და პროგრესი. მე ვამოწმებ ირბ-ის განვითარების გრანტით გათვალისწინებული პროექტების შესრულების მიმდინარეობას და ასევე, ჩემი ამჟამინდელი ვიზიტი მიზნად ისახავს ფიზმომზადების ედუკატორთათვის პრაქტიკული და თეორიული ტრეინინგების ჩატარებას. გასულ წლებთან შედარებით პროგრესი აშკარაა. იმატა მოთამაშეების, მწვრთნელებისა და მსაჯების რაოდენობამ. მრჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს რაგიბის კავშირს საქმეები კარგად აქვს გადანაწილებული სხვადასხა რგოლებზე, რაც დადებით შედეგს იძლევა.
ყველა ის ინფორმაცია რაც მინდოდა, რაგიბის კავშირის განვითარების ჯუგფისაგან მივიღე. ასევე, კავშირის სხვადასხვა წარმომადგენლებთან ერთად განვიხილეთ განვითარების ჯგუფის მუშაობა და კმაყოფილი დავრჩი. თანხები მიზანმიმართულად იხარჯება რაც როგორც გითხარით ჩანს კიდევაც, მოთამაშეების, მწვრთნელებისა და მსაჯების რაოდენობის ზრდით. ქართველი ედუკატორები არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებშიც ატარებენ სემინარებს. თუმცა, დასახვეწი კვლავ ბევრი რამ არის, მაგალითად ქალთა რაგბი და აუცილებელია მწვრთნელებისა და მსაჯების რიცხვის კიდევ უფრო გაზრდა და განვითარება.
რაც შეეხება ფიზმომზადების ედუკატორთათვის პრაქტიკულ და თეორიულ ტრეინინგებს, აღნიშნული სემინარი მიზნად ისახავს გახადოს ქართველი ფიტნეს მწვრთნელები კონკურენტუნარიანები და აიღონ შესაბამისი სერთიფიკატები. ჩავატარეთ პრაქტიკული და თეორიული სემინარები, რითიც მე და გორდონ ბრიცი კმაყოფილები ვართ. მომავალ წელს კიდევ ჩამოვალ, თუმცა, ზუსტი თარიღი ჯერ არ ვიცი”.
ზურა ამონაშვილი (საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი, ირბ-ის მწვრთნელთა და ფიზმომზადების პირველი დონის ედუკატორი): “სამუშაო პროცესი საკმაოდ დატვირთული იყო. გვეძლეოდა საშინაო დავალება და მომდევნო დღეს ხდებოდა შედეგების განხილვა. გარდა თეორიული სწავლებისა, იყო პრაქტიკული ვარჯიშები, მოედანზე და დარბაზში. სემინარის დასრულებს შემდეგ ჩავაბარე გამოცდები და ავიღე სერთიფიკატი, რაც კიდევ უფრო დამეხმარება მუშაობაში. საშუალება მომეცა, კიდევ უფრო კარგად გავცნობოდი და შემესწავლა მოთამაშეების ფიზიკური მომზადების და განვითარების სქემა”.
ირაკლი ჭყონია (საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრების ფიზმომზადების მწვრთნელი): “სემინარის შემდეგ ავიღე სერთიფიკატი და გავხდი ირბ-ის პირველი დონის ფიზმომზადების ედუკატორი. ახლა შემიძლია მსგავსი სემინარები ჩავატარო და წარმატებულ მწვრთნელებს გადავცე სერთიფიკატები. პრაქტიკული ვარჯიშების საშუალებით, კიდევ უფრო ღრმად გავეცანი და ავითვისე მორაგბეთა ფიზმომზადების საკითხები”.

 

Rugby.ge
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.114265