ამბები

12:20 | 16.09.2012 | ნანახია 1719 - ჯერ

ავსტრალია არგენტინას გადაურჩა

არგენტინის ეროვნული ნაკრები “ოთხ ერზე” პირველ გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ მასპინძელმა ავსტრალიამ მობილიზება მოახერხა, ორ ლელოს ორით უპასუხა, “პუმებისგან” განსხვავებით გარდასახვებიც გამოიყენა და 23:19 იმარჯვა.
თამაშის დასრულებამდე ოც წუთზე მეტი რჩებოდა, როდესაც სტუმრებმა ორი სწრაფი ლელო გაიტანეს და 19:6 დაწინაურდნენ, მაგრამ დარჩენილ დროში ავსტრალიელებმა 17 უპასუხო ქულა აიღეს და “ოთხი ერის” მოგების თეორიული შანსი შეინარჩუნეს. პირველ ტაიმში არგენტინამ ძალიან კარგი თამაში აჩვენა და შესვენებაზე სამქულიანი უპირატესობით დამსახურებულად გავიდა. ანგარიში მატჩის დებიუტშივე ხუან მარტინ ერნანდესმა ჯარიმით გახსნა, 24-ე და 28-ე წუთებზე კი, ბერიკ ბარნსმა და ერნანდესმა ჯარიმები გაცვალეს - 3:6.
თამაში 8 წუთის განახლებული იყო, როდესაც ბარნსმა ჯარიმით წონასწორობა აღადგინა, მაგრამ ამას არგენტინელა აფეთქება მოყვა და ორ წუთში ორი ლელო გავიდა. 50-ე წუთზე, შეცვლაზე რამდენიმე წამის შესულმა ტომას ლეონარდიმ ქუადე კუპერს მისსავე 22-ში ფეხით დარტყმული დაუფარა, ბურთი თავადვე მოიხელთა და ავსტრალიელთა ჩათვლის მოედანში დაამიწა. გარდასახვა რთული შესასრულებელი არ იყო, მაგრამ ერნანდესმა მისი გამოყენება ვერ მოახერხა. განახლდა თუ არა თამაში, ერნანდესმა საკუთარი ნახევრიდან კარგი შეტევა წამოიწყო, მას ფლანგზე ხუან იმჰოფი მიეხმარა, რომელიც ნიკ ფიპს გაექცა და წინ გაიჭრა. მეორე მცველმა მისი შებოჭვა მოახერხა, მაგრამ იმჰოფმა ხულიო ფარიას კაბელოს მაინც უპასა და ეს უკანასკნელი მასპინძელთა ჩათვლის მოედანში შევიდა. ერნანდესს გარდასახვა ამჯერადაც გაუფუჭდა.
სამაგიეროდ 57-ე წუთზე მისი ჯარიმა ზუსტი იყო და ანგარიში 19:6 გახდა. ავსტრალიამ ტემპს უმატა და ორ წუთში ერთი ლერლო გაიქვითა. “კენგურუები” ძალისმიერ დარტყმებზე გადავიდნენ და 10 ფაზის შემდეგ პეტ მაკქეიბმა ხაზი გაკვეთა, ხოლო ბერიკ ბარნსმა გარდასახვა გამოიყენა. 68-ე წუთზე ფიპსმა ხაზი გაჭრა, მერე მარცხნივ დიგბი იოანე მოძებნა და მანაც მეორე ლელო მიითვალა, ხოლო ბარნსმა გარდასახვა გამოიყენა და ავსტრალია 20:19 დააწინაურა. 78-ე წუთზე მასპინძლებმა ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვეს, ის თავის თავზე ქერთლი ბილმა აიღო და რთული პოზიციიდან საკუთარ გუნდს კიდევ 3 ქულა შემატა.
ავსტრალიამ ბოლო შეტევას კარგად გაუძლო, ბურთი მოიპოვა და 23:19 გამარჯვება იზეიმა. ახლა მას 8 ქულა აქვს და ზელანდიას 8 ქულით ჩამორჩება, ხოლო არგენტინამ მხოლოდ პრემიალური ქულა აიღო და 3 ქულით ბოლო ადგილზეა, თუმცა, დასკვნით ორ თამაშს საკუთარ მოედანზე ატარებს და “ოთხ ერზე” პირველი გამარჯვების მოპოვებასაც იქ ეცდება.

15 სექტემბერი. “ოთხი ერი”. IV რაუნდი
ავსტრალია. გოლდენ ქოასთი. “სქილედ პარკი”
ავსტრალია - არგენტინა 23:19 (3:6)
ავსტრალია:
15. ბერიკ ბარნსი, 14. დომ შიპერლი, 13. ადამ ეშლი-კუპერი, 12. პეტ მაკქეიბი, 11. დიგბი იოანე, 10. ქუადე კუპერი, 9. ნიკ ფიპსი; 1. ბენ რობინსონი, 2. ტატაფუ პოლოტა-ნაუ, 3. ბენ ალექსანდერი, 4. კეინ დუგლასი, 5. ნეითან შარპი, 6. დეივ დენისი, 7. მაიკლ ჰუპერი, 8. რადიკ სამო.
სათადარიგოები: 16. სტივენ მური, ან საია ფაინგა, 17. ჯეიმს სლიპერი, 18. სკოტ ჰიგინბოთამი, 19. ლიამ გილი, 20. ბრეტ შაინი, 21. ენტონი ფაინგა, 22. ქერთლი ბილი.
2 ლელო: მაკქეიბი, იოანე
2 გარდასახვა: ბარნსი
3 ჯარიმა: ბარნსი (2), ბილი
1 სინბინი: მაკქეიბი
არგენტინა: 15. ლუკას გონსალეს-ამოროსინო, 14. გონსალო კამაჩო, 13. მარსელო ბოსხი, 12. სანტიაგო ფერნანდესი, 11. ჰორაციო აგულა, 10. ხუან მარტინ ერნანდესი, 9. მარტინ ლანდახო; 1. როდრიგო რონსერო, 2. ეუსებიო გინიასუ, 3. ხუან ფიგალო, 4. მანუელ კარისა, 5. პატრისიო ალბასეტე, 6. ხულიო ფარიას კაბელო, 7. ხუან მანუელ ლეგიზამონი, 8. ხუან მარტინ ფერნანდეს ლობე.
სათადარიგოები: 16. აგუსტინ კრევი, 17. ხუან პაბლო ორლანდი, 18. ლეონარდო სენატორე, 19. ტომას ლეონარდი, 20. ნიკოლას ვერგალო, 21. მარტინ როდრიგესი, 22. ხუან იმჰოფი.
2 ლელო: ლეონარდი, ფარიას კაბელო
3 ჯარიმა: ერნანდესი
 

1 ახალი ზელანდია 4 4 0 0 91-35 16
2 ავსტრალია 4 2 0 2 68-87 8
3  სამხრეთ აფრიკა 4 1 1 2 73-69 7
4 არგენტინა 4 0 1 3 46-87 3



29 სექტემბერი. V რაუნდი
სამხრეთ აფრიკა - ავსტრალია
არგენტინა - ახალი ზელანდია
 

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.113521