ამბები

22:40 | 16.09.2012 | ნანახია 2291 - ჯერ

უქულოდ მარტო “ბათუმი” დარჩა

საქართველოს მორაგბეთა ჩემპიონატის III რაუნდის 4 შეხვედრა დაძაბული გამოდგა და უქულოდ არცერთი გუნდი დარჩენილა. მხოლოდ კვირის მატჩში აჯობა საგრძნობი უპირატესობით თბილისის “ლელომ” ბათუმელ სტუმარს და მეტოქისთვის სამით მეტი ლელოს გატანისთვის, ზედიზედ მესამედ ჩაიწერა პრემიალური ქულა.
ტურის დასკვნით ჯახში, თბილისელებმა სტუმრებს ყველაფერში აჯობეს და ეს ანგარიშშიც აისახა. ანგარიში “ლელომ” ირაკლი ყიასაშვილის ჯარიმით გახსნა და მალე, მანვე მეორე დარტყმაც გამოიყენა.
მე-15 წუთზე, ბათუმელმ მჭედლიშვილმა საკუთარი ნახევრიდან სცადა ჯარიმით წონასწორობის აღდგენა, მაგრამ ბურთმა მიზანს ვერ მიაღწია. ერთ წუთში, შავლეგ მახარაშვილმა ბევრად ხელსაყრელ სიტუაციაში მიიღო შანსი და ამჯერად, ჯარიმა ზუსტი იყო.
მალე, ბათუმელებმა კიდევ ერთხელ მიიღეს ჯარიმის შესრულების შანსი, თუმცა, 45 მეტრიდან ბურთი აუტში გაიტანეს და ლელო ვერ შეიტანეს, მერე კი, მახარაშვილს არეკნი გაუცუდდა.
28-ე წუთზე, “ლელომ” პირველი ლელო გაიტანა. ჯერ ლექსო გუგავამ გაირა ხაზი, მერე გიორგი კაჭარავას ფეხით გადაკიდებული მიხეილ სუჯაშვილმა აიღო და ჩათვლის მოედანს 2-3 მეტრამდე მიუახლოვდა, ამას რამდენიმე დარტყმა და ნიკოლაიშვილის ლელო მოჰყვა, მაგრამ ყიასაშვილის გარდასახვა არაზუსტი იყო.
“ბათუმმა” ჯარიმიდან ჩამორჩენის შემცირების შანსი ხელიდან გაუშვა, მერე კი, 38-ე წუთზე, ყიასაშვილმა გაჭრა ხაზი თავის ნახევარზე, მეტოქის 22-მდე ირბინა, კაჭარავამ კიდევ უფრო წინ წაიწია, იერიში მარცხენა ფლანგზე განვითარდა და დარასელიამ ლელო გაიტანა. ყიასაშვილს გარდასახვა ამჯერადაც გაუფუჭდა და ტაიმი 16:3 დასრულდა.
მე-2 ტაიმი 10 წუთის დაწყებული იყო, როდესაც “ბათუმმა” შეტევაში დაკარგა ბურთი, ხმალაძემ კონტრშეტევაზე ხაზი გაჭრა, მას ანდღულაძე მიჰყვა, რომელსაც დროულად წამოეშველა დარასელია და თავისი მე-2 ლელო გაიტანა. ყიასაშვილმა ამჯერად ზუსტად გარდასახა.
70-ე წუთზე, იმ დღეს საუკეთესო ხმალაძემ კონტრშეტევაზე კიდევ ერთხელ გაჭრა ხაზი და ამჯერად, ლელო ხიდეშელმა გაიტანა. ამას, ყიასაშვილის გარღვევა და გუგავას ძელებსშუა გატანილი ლელო მოჰყვა, ხოლო ყიასაშვილმა ორივე გარდასახვა გაიტანა. ბოლოსკენ “ბათუმი” მიეძალა და ბეგაძემ ერთი საპასუხო ლელო მიითვალა, მაგრამ ეს საერთო სურათის შესაცვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.
ამავე ტურის პირველი დღის მატჩებში ქვეყნის ჩემპიონმა “არმიამ” “ლოკომოტივს” 18:12 აჯობა, “ხარებმა” “აკადემიას” 17:11 სძლია, “ჯიქებმა” “აია” 12:6 დაამარცხა, ხოლო “არმაზმა” “ყოჩებთან” 20:16 მოიგო.

საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატი. III რაუნდი
15 სექტემბერი. შაბათი
თბილისი. “შევარდენი”.

არმაზი (თბილისი) - ყოჩები (თბილისი) 20:16
თბილისი. “ავჭალა”.
ხარები (რუსთავი) - აკადემია (თბილისი) 17:11
თბილისი. “შევარდენი”.
ილიაუნი ჯიქი (თბილისი) - აია (ქუთაისი) 12:6
თბილისი. “ავჭალა”.
ლოკომოტივი (თბილისი) - არმია (თბილისი) 12:18
16 სექტემბერი. კვირა
თბილისი. “ავჭალა”. 300 მაყურებელი

ლელო (თბილისი) - ბათუმი (ბათუმი) 37:10 (16:3)
ლელო:
15. ყიასაშვილი, 14. ნიჟარაძე, 13. ანდღულაძე (ცერცვაძე 59), 12. კოპაძე, 11. გუგავა, 10. ხმალაძე, 9. კაჭარავა; 1. სანიკიძე (ბარბაქაძე 68), 2. ხიდეშელი, 3. სუჯაშვილი (კვერნაძე 53), 4. ჭეიშვილი (ბიკოლაიშვილი 10), 5. ქოიავა, 6. დარასელია, 7. მძინარიშვილი (სურგულაძე 46), 8. ჭყოიძე (არველაძე 75).
5 ლელო: ნიკოლაიშვილი, დარასელია (2), ხიდეშელი, გუგავა
3 გარდასახვა: ყიასაშვილი
2 ჯარიმა: ყიასაშვილი
სინბინი: ქოიავა
ბათუმი: 15. შ. მახარაშვილი, 14. სვინტრაძე, 13. ხონელიძე, 12. აშვეთია, 11. ევგენიძე (გოგიტიძე 65), 10. მჭედლიშვილი (გიორგაძე 41). 9. ქოპილაშვილი (ბეგაძე 41); 1. კაიკაციშვილი, 2. ჯაჯაია, 3. მჭედლიძე, 4. ჩირგაძე, 5. უჩავა, 6. ნიბლაძე (სულაბერიძე 44), 7. კორტავა (დუმბაძე 44), 8. მეგრელიძე.
1 ლელო:
ბეგაძე
1 გარდასახვა: მახარაშვილი
1 ჯარიმა: მახარაშვილი
 

1 ლელო 3 3 0 0 109-32 15
2 არმაზი 3 3 0 0 64-29 12
3 არმია 3 2 0 1 68-47 10
4 აია 3 2 0 1 35-30 9
5 ჯიქები 3 2 0 1 44-47 8
6  ლოკომოტივი 3 1 0 2 50-43 6
7  ხარები 3 1 0 2 30-44 5
8  ბათუმი 3 1 0 2 26-60 4
9  ყოჩები 3 0 0 3 50-95 1
10  აკადემია 3 0 0 3 17-66 1



IV რაუნდი. 22-23 სექტემბერი
აკადემია - ჯიქები, აია - ლოკომოტივი, არმია - ლელო, ბათუმი - არმაზი, ყოჩები - ხარები.
 

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.201014