ამბები

11:14 | 17.09.2012 | ნანახია 1672 - ჯერ

ბასილაიას 21

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მესამეხაზელმა დიმიტრი ბასილაიამ “კელტების ლიგის” მესამე ტურში, ედინბურგში იტალიური “ცებრეს” განადგურებაში 21-წუთიანი მონაწილეობა მიიღო.
ის შეცვლაზე 59-ე წუთზე სტიუარტ მაკკინელის ნაცვლად შევიდა, რომელიც მოგვიანებით მატჩის გმირად დასახელდა. თამაშს 3514 მაყურებელი დაესწრო და მასპინძელთა გამარჯვება ეჭვქვეშ წამითაც არ დამდგარა. პირველ ტაიმში “ედინბურგმა” ორ-ორი ლელო, გარდასახვა და ჯარიმა გაიტანა, თავად ერთი ჯარიმა გაუშვა და ტაიმი 20:3 დასრულდა.
მეორე ტაიმის დებიუტში სქოთებმა მესამე ლელო მიითვალეს, ხოლო 59-ე წუთზე, მოედანზე ბასილაიას გამოჩენის შემდეგ, “ცებრე” ტექნიკური ლელოთი დაისაჯა. დარჩენილ დროში ჯერ იტალიელებმა გაიტანეს ლელო-გარდსახავა, მერე - შოტლანდიელებმა და თამაში 41:10 დასრულდა. “ედინბურგმა” პრემიალური ქულაც აიღო, სამი თამაშის ჯამში 10 დააგროვა და მე-3 ადგილზეა. 22 სექტემბერს გუნდი ირლანდიას ეწვევა და “ლენსტერს” დაუპირისპირდება.
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082912