15 სექტემბერს ტელევიზიის ეთერით გავიდა სიუჟეტი, რომელიც ეხებოდა საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე კლუბ ,”არმაზის“ ორ მორაგბეს, ძმებ ჯიშკარიანებს. სიუჟეტში ლაპარაკი იყო იმაზე, რომ მათ არ მიეცათ საქართველოს ჩემპიონატის მორიგ კალენდარულ მატჩში მონაწილეობის უფლება, იმ მოტივით, რომ ისინი არიან ერთერთი პოლიტიკური პარტიის წევრები.
საქართველოს რაგბის კავშირი სწავლობს ამ ფაქტს. თუმცა კლუბ ,”არმაზის“ ხელმძღვანელობასთან საუბრის შემდეგ, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ძმები ჯიშკარიანები რჩებიან კლუბის წევრებად და აუცილებლად გააგრძელებენ კლუბში თამაშს.
ზოგადად კი ქართული სარაგბო თემის სახელით შეგვიძლია განვაცხადოთ შემეგი: კატეგორიულად დაუშვებელია სპორტსმენების პოლიტიკური ნიშნით განსხვავება და ამის საფუძველზე მათი საქმიანობისთვის ხელის შეშლა, რადგანაც ეს საფუძველშივე ეწინააღმდეგება სპორტში დამკვიდრებულ პრინციპებს და სარაგბო ფასეულობებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია