ამბები

15:29 | 24.09.2012 | ნანახია 1667 - ჯერ

ბასილაიამ ირლანდიიდან ქულა წამოიღო

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მესამეხაზელის, დიმიტრი ბასილაიას “ედინბურგმა”, კელტების ლიგის მეოთხე რაუნდის მატჩი ირლანდიაში, “ლენსტერთან” გამართა და ერთი პრემიალური ქულა მოიპოვა.
ეს გუნდი ზედიზედ ორი წელია, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ სარაგბო ტურნირ “ჰაინეკენის თასის” გამარჯვებული ხდება და ბებერი კონტინენტის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია გუნდია. ამრიგად, შოტლანდიელებისთვის ირლანდიიდან წამოღებული ქულა მიღწევად უნდა მივიჩნიოთ და სასიხარულოა, რომ ამ წარმატებაში თავისი წვლილი ბასილაიასაც მიუძღვის, რომელიც თამაშში 64-ე წუთზე ჩაერთო.
ამ დროს მასპინძლები 15:9 იგებდნენ და ორიოდე წუთში ლელო-გარდასახვით უპირატესობა კიდევ გაზარდეს. “ედინბურგმა” მობილიზება მოახერხა, თავისი ლელო 71-ე წუთზე გაიტანა, გარდასახვა გამოიყენა, 6 ქულის სხვაობით (16:22) დამარცხდა და პრემიალური ქულა ჩაიწერა. ახლა მას 11 ქულით მე-6 ადგილი უკავია, ოთხით ჩამორჩება ლიდერს და მომდევნი ტურში 28 სექტემბერს “ნიუპორტს” უელსში ეთამაშება.
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.087748