ამბები

11:02 | 2.10.2012 | ნანახია 1408 - ჯერ

“ქურციკები” “კენგურუებს” გადაახტნენ

რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) ყოველკვირეულ რეიტინგში, “ოთხი ერის” მეხუთე რაუნდის შედეგად, სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა ავსტრალიას გადაასწრო და მეორე ადგილი დაიბრუნა.
“სპრინგბოკმა” მეორე ადგილი 2011 წლის მსოფლიო თასის მეოთხედფინალში, ავსტრალიასთან განცდილი მარცხის (9:11) შემდეგ დაკარგა, ახლა კი, იმავე ავსტრალიას 31:8 მოუგო, 1,41 სარეიტინგო ქულა მიიღო (ამდენივე დააკლდა ავსტრალიას) და “ვოლაბებს” 0,40 ქულით უსწრებს. “ოთხი ერის” მეორე მატჩში ახალმა ზელანდიამ არგენტინა სტუმრად 54:15 კი გაანადგურა, მაგრამ ამ გუნდებს შორის იმხელა სხვაობაა, ამ თამაშის შედეგი რეიტინგზე არ აისახა.
მომავალ შაბათ-კვირას “ოთხი ერის” დასკვნითი ტურის მატჩები გაიმართება, სამხრეთ აფრიკა ახალ ზელანდიას, ხოლო არგენტინა ავსტრალიას მასპინძლობს და ცვლილებებს მაშინ უნდა ველოდეთ, მერე კი, ნოემბრის ტესტ-მატჩების დროც მოვა და უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის მატჩების ფონზე, ცვლილებებიც ბლომად იქნება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 67,95 ქულით მე-15 ადგილზეა.

 

რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიო რეიტინგი 1 ოქტომბრისთვის
1    (1). ახალი ზელანდია    92,43
2    (3). სამხრეთ აფრიკა    85,61
3    (2). ავსტრალია    85,21
4    (4). ინგლისი    83,09
5    (5). საფრანგეთი    83,03
6    (6). უელსი    82,26
7    (7). ირლანდია    79,85
8    (8). არგენტინა    79,34
9    (9). შოტლანდია    77,97
10    (10). სამოა    76,23
11    (11). იტალია    76,03
12    (12). ტონგა    74,79
13    (13). კანადა    72,30
14    (14). ფიჯი    70,60
15    (15). საქართველო    67,95
16    (16). იაპონია    67,93
17    (17). აშშ    66,61
18    (18). რუმინეთი    64,54
19    (19). რუსეთი    62,05
20    (20). ესპანეთი    61,63
21    (21). ურუგვაი        61,13
22    (22). ნამიბია    59,24
23    (23). ბელგია    59,17
24    (24). ჩილე    58,32
25    (25). კორეა    56,72
26    (26). პორტუგალია    56,58
27    (27). ჰონკონგი    55,49
28    (28). პოლონეთი    55,19
29    (29). ზიმბაბვე    54,70
30    (30). უკრაინა        53,95
31    (31). გერმანია    53,33
32    (32). მაროკო        52,35
33    ...
 

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.078997