ზე-18

23:43 | 27.02.2016 | ნანახია 1191 - ჯერ

ზელანდიური დერბი „ჩიფსმა“ მოიგო (+ვიდეო)

სუპერ რაგბის დღევანდელი მატჩებიდან ყველაზე დიდ ინტერესს ახალზელანდიური დერბი იწვევდა - „კრუსეიდერსმა“ „ჩიფსს“ უმასპინძლა და საკუთარი მაყურებლის თვალწინ 21:27 დამარცხდა.

უკვე ტრადიციად იქცა, რომ აღნიშნული გუნდების დაპირისპირება დაძაბულობითა და სანახაობრიობით გამოირჩევა, თამაში ქულა-ქულაში მიდიოდა და გამარჯვებულიც ბოლო მეოთხედში გაირკვა.

პირველი ტაიმი მასპინძელმა „ჯვაროსნებმა“ 13:8 მოიგეს. მათ რიგებში გამოსარჩევია 21 წლის მგეზავი რიჩი მოუნგა, რომელმაც გარდა ორი ჯარიმისა, ლელოც გაიტანა და გარდასახვაც ზუსტად შეასრულა.

სტუმრებისა და ასევე მატჩის საუკეთესო მოთამაშე ასევე ახალგაზრდა, ფულბეკი დემიან მაკენზი იყო. სწორედ 20 წლის მაკენზიმ მოახერხა 65-ე წუთზე „ჩიფსის“ დაწინაურება - ჯერ თანაგუნდელის გარღვევით ისარგებლა და ლელო მიითვალა, ხოლო შემდეგ ზუსტადაც გარდასახა. ბოლოსკენ „ჩიფსმა“ კიდევ ერთი ლელო დადო. სტუმრებმა აუტის შემდეგ კარგი მოლი ააგორეს, ბურთი კი ჩათვლის მოედანში კეინმა დაამიწა და საბოლოო ანგარიში - 21:27 დაფიქსირდა.

კრუსეიდერსი (ახალი ზელანდია) - ჩიფსი (ახალი ზელანდია) 21:27

კრუსეიდერსი: 2 ლელო - მოუნგა, ჰევილი; გარდასახვა - მოუნგა; 3 ჯარიმა - მოუნგა(3)

ჩიფსი: 4 ლელო - სტივენსონი, ტამანივალუ, მაკენზი, კეინი; 2 გარდასახვა - მაკენზი; ჯარიმა - მაკენზი

სუპერ რაგბის დღეს გამართული სხვა მატჩები ასე დასრულდა:

სანვულვზი (იაპონია) 13:26 ლაიონსი (სამხრეთ აფრიკა)

ვარატასი (ავსტრალია) 30:10 რედსი (ავსტრალია)

ფორსი (ავსტრალია) 19:25 რებელსი (ავსტრალია)

საუთერნ კინგსი (სამხრეთ აფრიკა) 8:43 შარკსი (სამხრეთ აფრიკა)

სტორმერსი (სამხრეთ აფრიკა) 33:9 ბულსი (სამხრეთ აფრიკა)

უჩა გოგიძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.075327