ამბები

15:29 | 4.10.2012 | ნანახია 1856 - ჯერ

სამხრეთაფრიკელები თბილისში

თბილისს სამხრეთ აფრიკული სასკოლო რაგბის გუნდი ”პიონერები“ სტუმრობენ. აფრიკელებმა თბილისში სტუმრობა ყოველგვარი წინასწარი შეთანხმებისა და მოწვევის გარეშე გადაწყვიტეს.
გუნდის ხელმძღვანელობის განცხადებით, საქართველოზე და ქართულ რაგბზე ბევრი სმენიათ, ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ მიღწეული შედეგებია. “ჩვენთვის დიდი გამოცდილება იქნება საქართველოს ახალგაზრდულ კლუბებთან თამაში და ასევე თქვენი ქვეყნის დათვალიერება“, - აცხადებენ სამხრეთაფრიკელები.
სკოლაში 635 მოსწავლეა აქედან 284 ბიჭი, რომლებიც ათ სხვადასხვა ასაკობრივ სკოლის სარაგბო გუნდებში ირიცხებიან. ”პიონერები“ ყოველწლიურად თამაშობენ სამხრეთ აფრიკის სასკოლო ჩემპიონატში და საკმაოდ კარგი მიღწევები აქვთ. გასულ წელს მათ რამოდენიმე ჩემპიონატი მოიგეს და დაეუფლნენ სუპერთასს.
“პიონერებმა“ პირველი ამხანაგური მატჩი საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრებთან გამართეს და 3:27 დამარცხდნენ. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ეს წაგება მომქანცველ ფრენასთან და აკლიმატიზაციასთან დაკავშირებული პრობლემებით ახსნა და დაგვპირდა, რომ მომდევნო მატჩები სულ სხვაგვარად წარიმართება.
ავჭალის სანაკრებო ბაზაზე დაგეგმილია კიდევ ორი მატჩი, 4 ოქტომბერს 17:00 სამხრეთ აფრიკელთა მეტოქე კვლავ ჩვენი 17 წლამდელელები იქნებიან, ხოლო კვირას 7 ოქტომბერს 17:00 “პიონერების“ წინააღმდეგ საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრები წარსდგება.

 

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082087