არგენტინის ეროვნულ ნაკრებს კარგი შანსი აქვს, რომ სამხრეთელ ბობოლებთან მიერთების შემდეგ, პირველი გამარჯვება იზეიმოს და მრავალწლიანი უგულვებელყოფის გამო, ავსტრალიაზე შური იძიოს.
ამის მიზეზი მარტივია - ავსტრალიელები ტრავმებმა გატანჯა და სამხრეთ ამერიკას ძალზე შესუსტებული შემადგენლობით ეწვივნენ. ოკონორი, ჰორვილი, პალუ, პოკოკი, ტერნერი, მური, გენია, ჰიგინბოთამი, კეპუ და ლეალიფანო ის მორაგბეები არიან, რომლებიც “კენგურუებს” ვერ დაეხმარებიან და ამის გამო მათი შემადგენლობა საკმაოზე მეტადაა გადახალისებული. ამავდროულად, თუ “ვოლაბებმა” გამარჯვება მოახერხეს, მათ ახალი ზელანდიის შემდეგ მეორე ადგილის დაკავების შანსი ექნებათ და თუ ასე მოხდა, არსებულ სიტუაციაში ეს პრაქტიკულად ოქროს ტოლფასი იქნება.
არგენტინის ნაკრები ერთი კვირის წინ “ოლ ბლექსთან” შინაურ კედლებში შერცხვა, მაგრამ მისი ძირითადი შემადგენლობა მაინც უცვლელია. ეს თამაში ვეტერანი როდრიგო რონსეროს გაცილებისაც იქნება და “პუმები” მაგრად მოინდომებენ, რომ თავის ლიდერს სიურპრიზი მოუწყონ. მიუხედავად ერთი კვირის წინ განცდილი კრახისა, მათ უკვე დაამტკიცეს, რომ ჯაბანნი სულაც არ არიან და ახლა გამარჯვებასაც მთელი მონდომებით ეცდებიან.
ავსტრალიას მეორე ადგილის დაკავების შანსი მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ რამდენიმე საათით ადრე სამხრეთ აფრიკა ახალ ზელანდიასთან დამარცხდება. “სპრინგბოკსი” იმავე შემადგენლობით იწყებს თამაშს, რომლითაც ერთი კვირის წინ ავსტრალიას ხუთი ლელო გაუტანა და მაგრად შეარცხვინა. ზელანდიელთა შემადგენლობაში სულ ორი ცვლილებაა და მიუხედავად იმისა, რომ ისინი “ოთხი ერის” პირველი გათამაშების გამარჯვებულები ვადაზე ადრე გახდნენ, მოტივაციაც არ აკლიათ.
ერთი ისაა, რომ “ოლ ბლექსს” კარგი შანსი აქვს, ტიტული ყველა მატჩის მოგებით დაიბევოს, რაც სამხრეთ ნახევარსფეროს უპირველეს შეჯიბრში იშვიათი მოვლენაა. თუ ზელანდიამ მართლაც მოიგო, მისი კაპიტანი რიჩი მაკქოუ გახდება პირველი მორაგბე, რომელიც მე-100 გამარჯვებას იზეიმებს სანაკრებო მატჩებში და ესეც დამატებითი სტიმულია. და ერთიც - “ოლ ბლექსს” ზედიზედ 16 გამარჯვება დაუგროვდება და კიდევ ერთით მიუახლოვდება 1969 წელს დამყარებულ საკუთარ რეკორდს (ზედიზედ 17 მოგება).
მოკლედ, უმოტივაციო არავინაა, რაგბი სპორტის ის სახეობაა, სადაც ნებისმიერი გუნდი მოედანზე მხოლოდ საბრძოლველად გადის და მაყურებელსაც წლეულს ბოლოჯერ მიეცემა სამხრეთელი ბობოლების თვალსასეირო დაპირისპირების ხილვა.
6 ოქტომბერი. “ოთხი ერი”. VI რაუნდი
სამხრეთ აფრიკა. სოუეტო. “სოკერ სიტი”
სამხრეთ აფრიკა - ახალი ზელანდია (19:00 თბილისის დროით)
სამხრეთ აფრიკა: 15. ზეინ კერშნერი, 14. ბრაიან ჰაბანა, 13. იაკო ტაუტე, 12. ჟან დე ვილერსი, 11. ფრანსუა ჰუგარდი, 10. იოჰან გუსენი, 9. რუან პიენაარი; 1. ტენდაი (ბესტ) მტავარირა, 2. ადრიან სტრაუსი, 3. იანი დუ პლესი, 4. იბენ ეცებეთი, 5. ანდრის ბეკერი, 6. ფრანსუა ლოუ, 7. ვილემ ალბერტცი, 8. დუაინ ვერმულენი.
სათადარიგოები: 16. ტიან ლიბენბერგი, 17. კუინ უსტჰეიზენი, 18. ფლიპ ვან დერ მერვე, 19. მარსელ კოტცე, 20. ელტონ ჯემტისი, 21. იოან დე იონგი, 22. პეტ ლამბიე.
ახალი ზელანდია: 15. იზრაელ დეგი, 14. კორი ჯეინი, 13. კონარდ სმიტი, 12. მაა ნონუ, 11. ჰოსეა გიარი, 10. დენ კარტერი, 9. აარონ სმიტი; 1. ტონი ვუდკოკი, 2. ენდრიუ ჰორი, 3. ოუენ ფრენკსი, 4. ბროდ რეთალიქი, 5. სემ ვაიტლოკი, 6. ლაიემ მესამი, 7. რიჩი მაკქოუ, 8. კიარან რიდი.
სათადარიგოები: 16. კევინ მეალამუ, 17. ბენ ფრენკსი 18. ლუკ რომანო, 19. ადამ ტომსონი, 20. პირი ვეეპუ, 21. აარონ კრუდენი, 22. ტამატი ელისონი.
7 ოქტომბერი
არგენტინა. როსარიო. “ხიგანტე დე აროჯიტო”
არგენტინა - ავსტრალია (03:10 თბილისის დროით)
არგენტინა: 15. ლუკას გონსალეს-ამოროსინო, 14. გონსალო კამაჩო, 13. მარსელო ბოსხი, 12. სანტიაგო ფერნანდესი, 11. ორასიო აგულა, 10. ხუან მარტინ ერნანდესი, 9. მარტინ ლანდახო; 1. როდრიგო რონსერო, 2. ეუსებიო გინიასუ, 3. ხუან ფიგალო, 4. მანუელ კარისა, 5. პატრისიო ალბასეტე, 6. ხულიო ფარიას კაბელო, 7. ხუან მანუელ ლეგისამონი, 8. ხუან მარტინ ფერნანდეს ლობე.
სათადარიგოები: 16. აგუსტინ კრევი, 17. ხუან პაბლო ორლანდი, 18. ლეონარდო სენატორე, 19. ტომას ლეონარდი, 20. ნიკოლას ვერგალო, 21. ნიკოლას სანჩესი, 22. ხუან იმოფი.
ავსტრალია: 15. მაიკ ჰარისი, 14. ნიკ ქამინსი, 13. ბენ ტაპუაი, 12. პეტ მაკქეიბი, 11. დიგბი იოანე, 10. ქერთლი ბილი, 9. ნიკ ფიპსი; 1. ჯეიმს სლიპერი, 2. ტატაფუ პოლოტა-ნაუ, 3. ბენ ალექსანდერი, 4. კეინ დუგლასი, 5. ნეითან შარპი, 6. სიტალეკი ტიმანი, 7. მაიკლ ჰუპერი, 8. რადიკ სამო.
სათადარიგოები: 16. საია ფაინგა, 17. ბენ რობინსონი, 18. დეივ დენისი, 19. სკოტ ჰიგინბოთამი, 20. ლიამ გილი, 21. ბრეტ შიანი, 22. დომინიკ შიპერლი.
1. | ახალი ზელანდია | 5 | 5 | 0 | 0 | 145-50 | 21 |
2. | სამხრეთ აფრიკა | 5 | 2 | 1 | 2 | 104-77 | 12 |
3. | ავსტრალია | 5 | 2 | 0 | 3 | 76-118 | 8 |
4. | არგენტინა | 5 | 0 | 1 | 4 | 61-141 | 3 |
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია