თბილისის “ლელომ” ,დასკვნით წუთებში ლელო გაიტანა, გარდასახვა გამოიყენა, მერე უპირატესობა შეინარჩუნა და გამარჯვება იზეიმა, რითაც სატურნირო ცხრილში ლიდერობა შეინარჩუნა.
თამაში იყო ტრადიციულად დაძაბული, ემოციებით აღსავსე და დატვირთული. ამ თამაშს აკლდა მეტი მაყურებელი და კვალიფიცური მსაჯობა, რაც ზოგადად, ქართული რაგბის პრობლემაა, ასევე, მოთამაშეთა მეტი ტექნიკური განსწავლულობა და სხვა ფრივ სანატრელი ჯახი იყო. “ლელომ” ბევრ შემთხვევაში შერკინებაში უპირატესობა მოიპოვა, რაც მოულოდნელობა იყო და ქარმაც თამაშზე გარკვეული გავლენა იქონია, ოღონდ, მხოლოდ პირველ ტაიმში.
სწორედ ქარის ბრალი იყო პირველ ტაიმში “ლელო” ფეხით სათანადოდ რომ ვერ თამაშობდა და ბურთი აუტში ვერ გადაქონდა. კავთიძემ სამი ჯარიმა გაიტანა და მას ყიასაშვილმა მხოლოდ ერთით უპასუხა, ტაიმის ბოლოს კი, “ლელომ” მოლით 15 მეტრი დაფარა და მერე რაქიდან ჭყოიძემ ლელო გაიტანა. ეს ყიასაშვილის ჯარიმადე იყო და მართალია, დამრტყმელს გარდასახვა გაუფუჭდა, მაგრამ მისმა ჯარიმამ ტაიმის ანგარიში 9:8 დააფიქსირა.
მეორე ტაიმში ყიასაშვილმა თანაგუნდელები ჯარიმით დააწინაურა, მერე კავთიძემ ორი გაიტანა და “ლოკომოტივმა” ოთხქულიანი უპირატესობა მოიპოვა, თუმცა, ბოლოს ყიასაშვილმა ჯერ ჯარიმა გაიტანა, მერე “ლოკომოტივმა” საკუთარ შერკინებაში ბურთი დაკარგა და ლელო გაუშვა, ხოლო ყიასაშვილმა გარდასახვა გამოიყენა და “რკინიგზელთა” ბოლო მონდომებამ შედეგი ვერ მოიტანა.
საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატი. VI რაუნდი
6 ოქტომბერი. შაბათი
თბილისი. “შევარდენი”.
ილიაუნი ჯიქი (თბილისი) - ყოჩები (თბილისი) 17:6
ქუთაისი. “დინამო”.
აია (ქუთაისი) - არმაზი (თბილისი) 28:20
ბათუმი. “ანგისა”.
ბათუმი (ბათუმი) - აკადემია (თბილისი) 25:12
თბილისი. “ავჭალა”. 500 მაყურებელი
ლოკომოტივი (თბილისი) - ლელო (თბილისი) 15:21 (9:8)
ლოკომოტივი: 15. წიკლაური, 14. ჟამუტაშვილი, 13. ჭურღულია (კობერიძე), 12. ხუციშვილი, 11. ქავთარაძე, 10. კავთიძე, 9. ღვინჯილია; 1. გასვიანი (გუნიავა 41), 2. გენებაშვილი, 3. ელოშვილი, 4. გეგია, 5. ცუხიშვილი (კორკოტაძე), 6. ბერიშვილი (ნიშნიანიძე 50), 7. ჩიტიძე, 8. მაისურაძე.
5 ჯარიმა: კავთიძე
ლელო: 15. ყიასაშვილი, 14. ნიჟარაძე, 13. ანდღულაძე (კოპაძე 55), 12. ცერცვაძე, 11. გუგავა, 10. ხმალაძე, 9. კაჭარავა; 1. სანიკიძე (გოგიშვილი 50), 2. ხიდეშელი (ბელქანია), 3. სუჯაშვილი, 4. ნიკოლაიშვილი, 5. ქოიავა, 6. დარასელია, 7. მძინარიშვილი, 8. ჭყოიძე.
2 ლელო: ჭყოიძე, ცერცვაძე
1 გარდასახვა: ყიასაშვილი
3 ჯარიმა: ყიასაშვილი
1. | ლელო | 6 | 5 | 0 | 1 | 182-91 | 24 |
2. | ჯიქები | 6 | 4 | 0 | 2 | 122-91 | 19 |
3. | არმია | 5 | 4 | 0 | 1 | 121-87 | 18 |
4. | არმაზი | 6 | 4 | 0 | 2 | 119-93 | 17 |
5. | აია | 6 | 3 | 1 | 2 | 102-104 | 15 |
6. | ლოკომოტ. | 6 | 2 | 1 | 3 | 119-111 | 14 |
7. | ხარები | 4 | 2 | 0 | 2 | 57-68 | 9 |
8. | ბათუმი | 5 | 2 | 0 | 3 | 64-90 | 9 |
9. | აკადემია | 6 | 1 | 0 | 5 | 44-133 | 5 |
10. | ყოჩები | 6 | 0 | 0 | 6 | 83-145 | 3 |
7 ოქტომბერი. კვირა
თბილისი. “ავჭალა”. 16:00
არმია (თბილისი) - ხარები (რუსთავი)
ზურა ქსოვრელი
ხატია ჯიჯეიშვილის ფოტოები
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია