ერთა თასი

22:48 | 27.02.2016 | ნანახია 4067 - ჯერ

სანტიაგო სანტოსი: „საქართველო ერთა თასზე 3-4 თავით მაღლა დგას“

„მიხეილ მესხზე“ საქართველოს ნაკრებთან 7:38 განცდილი მარცხის შემდეგ, რაღა თქმა უნდა ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სანტიაგო სანტოსი შედეგით უკმაყოფილო იყო.

სანტიაგო სანტოსი: „მოგილოცავთ გამარჯვებას. რა თქმა უნდა შედეგით კმაყოფილი ვერ ვიქნები, მაგრამ ეს ლოგიკური ანგარიშია. პირველ ტაიმში თქვენს შერკინებას ასე თუ ისე ვუმკლავდებოდით, მაგრამ მეორე ტაიმში განსაკუთრებით გაგვიჭირდა. თავდაცვის სტრუქტურის დალაგება ვერ მოვახერხეთ. საქართველოს ნაკრების მორაგბეებმა გვაჯობეს სიმძლავრეშიც და სისწრაფეშიც, როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად. ვფიქრობ, ერთა თასზე ქართველები ყველა მეტოქეზე სამი-ოთხი თავით მაღლა დგანან“.

მწვრთნელს ეთანხმება „ლომების“ კაპიტანი ხაიმე ნავაც: „ჩვენ ძალიან შორს ვიყავით იმ გუნდისგან, რაც რუსეთთან და რუმინეთთან ვიყავით. ამ თამაშშიც იყო რაღაც პოზიტიური მომენტები, მაგრამ ასეთი ანგარიშის ფონზე ამაზე საუბარი არ ღირს. საქართველოს ნაკრები ჩვენს წინამორბედ მეტოქეებზე ბევრად ძლიერი იყო“.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081348