“ოთხი ერის” დასკვნითი ტურის შედეგების გათვალისწინებით, რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) ყოველკვირეულ რეიტინგში ცვლილებები მოხდა და ავსტრალიის ნაკრებმა ერთი კვირის წინ დაკარგული მეორე საფეხური დაიბრუნა, ახალმა ზელანდიამ კი, უპირატესობა კიდევ გაზარდა.
“ოლ ბლექსმა” სამხრეთ აფრიკა სტუმრად 15 ქულაზე მეტი სხვაობით დაამარცხა (32:16) და ამისათვის 0,92 სარეიტინგო ქულა მიიღო. ამდენივე დაკარგა აფრიკამ, ავსტრალიამ კი, არგენტინის სტუმრად 25:19 ძლევით 0,71 ქულა შეიძინა. ქულები დაკარგა არგენტინამ, მაგრამ ის მე-8 ადგილზე მაინც რჩება. ცვლილებები მოხდა 20-ეულს მიღმა, თუმცა, ამას ჩვენთან შეხება ნაკლებად აქვს.
მოწინავე ოცეულში სარეიტინგო ცვლილებებს ნოემბრის ტესტ-მატჩებამდე აღარ უნდა ველოდოთ, მერე კი, არაერთ გუნდს მოუწევს ადგილის გამოცვლა, მათ შორის საქართველოს ნაკრებსაც, რომელიც, იმედია, თბილისში იაპონიისა და ფიჯის ძლევით გაგვახარებს და რეიტინგშიც დაწინაურდება.
რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიო რეიტინგი 8 ოქტომბრისთვის
1 (1). ახალი ზელანდია 93,35
2 (3). ავსტრალია 85,92
3 (2). სამხრეთ აფრიკა 84,69
4 (4). ინგლისი 83,09
5 (5). საფრანგეთი 83,03
6 (6). უელსი 82,26
7 (7). ირლანდია 79,85
8 (8). არგენტინა 78,63
9 (9). შოტლანდია 77,97
10 (10). სამოა 76,23
11 (11). იტალია 76,03
12 (12). ტონგა 74,79
13 (13). კანადა 72,30
14 (14). ფიჯი 70,60
15 (15). საქართველო 67,95
16 (16). იაპონია 67,93
17 (17). აშშ 66,61
18 (18). რუმინეთი 64,54
19 (19). რუსეთი 62,05
20 (20). ესპანეთი 61,63
21 (21). ურუგვაი 61,13
22 (22). ნამიბია 59,24
23 (23). ბელგია 59,17
24 (24). ჩილე 58,32
25 (25). კორეა 56,72
26 (26). პორტუგალია 56,58
27 (28). პოლონეთი 56,38
28 (27). ჰონკონგი 55,49
29 (29). ზიმბაბვე 54,70
30 (30). უკრაინა 53,95
31 (31). გერმანია 53,33
32 (32). მაროკო 52,35
33 ...
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია