ამბები

16:24 | 11.10.2012 | ნანახია 2221 - ჯერ

ნოემბერში 35 ტესტ-მატჩი გველის

ნოემბრის მოახლოებასთან ერთად, რაგბის გულშემატკივრისთვის მეტად საინტერესო პერიოდი დგება. მოგეხსენებათ, მომავალ თვეში რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) ეგიდით არაერთი ტესტ-მატჩი შედგება და ქომაგიც მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებებს საქმეში კიდევ ერთხელ იხილავს.
როგორც უკვე ვიუწყებოდით, მოსაწყენად არც ქართველ გულშემატკივარს ეცლება, რომელიც თბილისის ეროვნულ სტადიონზე ორ უაღრესად საინტერესო შეხვედრას იხილავს. 17 ნოემბერს “ბორჯღალოსნები” იაპონიის ეროვნულ გუნდს შეხვდებიან, 24-ში კი საქართველოს ნაკრების მეტოქე ფიჯი იქნება.
უკვე ცნობილია, რომ ქართველთა პირველ ტესტ-მატჩს ახალზელანდიელი გლენ ჯეკსონი განსჯის, მისი ასისტენტები კი რუმინეთიდან იქნებიან: ვლად იორდანესკუ და რადუ პეტრესკუ. ფრანგები მოემსახურებიან საქართველოს და ფიჯის დაპირისპირებას, თუმცა, ჯერ მხოლოდ ის გახლავთ გარკვეული, რომ მთავარი რეფერის რანგში პასკალ გაუზე გვესტუმრება.
საშემოდგომო ტესტები სტარტს 3 ნოემბერს ოქსფორდის უნივერსიტეტის და რუსეთის ნაკრების მატჩით აიღებს, ბოლო შეხვედრები კი 1 დეკემბერსაა დაგეგმილი. ამ დღეს ინგლისი ახალ ზელანდიას მიიღებს, ხოლო უელსი – ავსტრალიას. სულ ნოემბერსა და დეკემბერში 35 ტესტ-თამაში შედგება. 
 

ნოემბრის ოფიციალური ტესტ-მატჩები

 

თარიღი

ადგილ. დრო

მატჩი

ადგილი

რეფერი

3 ნოემბერი

TBA

ოქსფორდის უნივ. - რუსეთი

ოქსფორდი, ინგლისი

RFU

9 ნოემბერი

18:00

რუსეთი - აშშ

პარკ ეირიასი, კოლუინ ბეი, უელსი

ლეიტონ ჰოჯესი

9 ნოემბერი

20:00

სამოა - კანადა

პარკ ეირიასი, კოლუინ ბეი, უელსი

ფრანსისკო პასტრანა

10 ნოემბერი

14:30

ინგლისი - ფიჯი

თვიქენჰემი, ლონდონი

გლენ ჯეკსონი

10 ნოემბერი

14:30

უელსი - არგენტინა

მილენიუმ სთედიუმი, კარდიფი

რომეინ პუატე

10 ნოემბერი

20:45

საფრანგეთი - ავსტრალია

სტად დე ფრანსე, პარიზი

ნაიჯელ ოუენსი

10 ნოემბერი

15:00

იტალია - ტონგა

სტადიო მარიო რიგამონტი, ბრეშია

გრეგ გარნერი

10 ნოემბერი

17:30

ირლანდია - სამხრეთ აფრიკა

ავივა სთედიუმი, დუბლინი

უეინ ბარნსი

10 ნოემბერი

TBA

რუმინეთი - იაპონია

ბუქარესტი, რუმინეთი

ჯეკო პეიპერი

11 ნოემბერი

14:30

შოტლანდია - ახალი ზელანდია

მარიფილდი, ედინბურგი

ჯერომ გარსესი

11 ნოემბერი

13:00

ურუგვაი - პორტუგალია

მონტევიდეო, ურუგვაი

ხუან სილვესტრე

13 ნოემბერი

TBA

გლოსტერი - ფიჯი

კინგსჰოლმი, გლოსტერი

RFU

16 ნოემბერი

19:30

უელსი - სამოა

მილენიუმ სთედიუმი, კარდიფი

პასკალ გაუზე

17 ნოემბერი

14:30

ინგლისი - ავსტრალია

თვიქენჰემი, ლონდონი

რომეინ პუატე

17 ნოემბერი

21:00

საფრანგეთი - არგენტინა

გრანდ სტადე ლილ მეტროპოლი, ლილი

სტივ უოლში

17 ნოემბერი

15:00

იტალია - ახალი ზელანდია

სტადიო ოლიმპიკო, რომი

ალენ როლანი

17 ნოემბერი

14:30

შოტლანდია - სამხრეთ აფრიკა

მარიფილდი, ედინბურგი

ჯორჯ კლენსი

17 ნოემბერი

18:00

კანადა - რუსეთი

პარკ ეირიასი, კოლუინ ბეი, უელსი

ლოურენს ვან დერ მერვე

17 ნოემბერი

20:00

ტონგა - აშშ

პარკ ეირიასი, კოლუინ ბეი, უელსი

ფრანსისკო პასტრანა

17 ნოემბერი

TBA

საქართველო - იაპონია

თბილისი, საქართველო

გლენ ჯეკსონი

17 ნოემბერი

17:30

ირლანდია XV - ფიჯი

ტომონდ პარკი, ლიმერიკი

ლეიტონ ჰოჯესი

17 ნოემბერი

13:00

ჩილე - პორტუგალია

სანტიაგო, ჩილე

ხოაკინ მონტესი

21 ნოემბერი

TBA

ბასკების ნაკრები - იაპონია

ანოეტა სთედიუმი, სან სებასტიანი

FFR

23 ნოემბერი

19:30

კანადა - მაორი ოლ ბლექსი

იფლი როუდი, ოქსფორდი, ინგლისი

RFU

24 ნოემბერი

14:30

ინგლისი - სამხრეთ აფრიკა

თვიქენჰემი, ლონდონი

ნაიჯელ ოუენსი

24 ნოემბერი

14:00

ირლანდია - არგენტინა

ავივა სთედიუმი, დუბლინი

ჯეკო პეიპერი

24 ნოემბერი

17:15

უელსი - ახალი ზელანდია

მილენიუმ სთედიუმი, კარდიფი

კრეიგ ჟუბერი

24 ნოემბერი

20:00 (TBC)

საფრანგეთი - სამოა

სტად დე ფრანსე, პარიზი

ჯონ ლესი

24 ნოემბერი

15:00

შოტლანდია - ტონგა

პიტოდრიე სთედიუმი, აბერდინი

მეტიუ რეინალი

24 ნოემბერი

16:00 (TBC)

იტალია - ავსტრალია

სტადიო არტემიო ფრანკი, ფირენცე

ლოურენს ვან დერ მერვე

24 ნოემბერი

TBA

საქართველო - ფიჯი

თბილისი, საქართველო

პასკალ გაუზე

24 ნოემბერი

TBA

რუმინეთი - აშშ

ბუქარესტი - რუმინეთი

ლეიტონ ჰოჯესი

25 ნოემბერი

TBA

საფრანგეთის ბარბაროსები - იაპონია

სთედიუმ ოსეანი, ლე ავრი

ფრანსისკო პასტრანა

1 დეკემბერი

14:30

ინგლისი - ახალი ზელანდია

თვიქენჰემი, ლონდონი

ჯორჯ კლენსი

1 დეკემბერი

14:30

უელსი - ავსტრალია

მილენიუმ სთედიუმი, კარდიფი

უეინ ბარნსი

 

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.098596