ბათუმი, ქობულეთი, ჩოხატაური, სენაკი, ქუთაისი, წყალტუბო, ბაღდათი, საჩხერე, ჭიათურა _ ასეთი წარმომადგენლობითი გახლდათ 1998-1999 წლებში დაბადებულ ბავშვთა სარაგბო ფესტივალი, რომელსაც გუშინ საჩხერის ხელოვნურსაფარიანი მოედანი მასპინძლობდა. აქ 15-მა გუნდმა მოიყარა თავი, თითოეულს ორ-ორი თამაში მოუწია.
_ მართლაც საოცარი სანახაობაა, ნახეთ, ბიჭები რა მონდომებულები არიან. მიხარია, რომ საქართველოში ყოველწლურად ფართოვდება რაგბის ბიოგრაფია. რაგბის კავშირს სწორი გეზი აქვს აღებული, თამაში სულ უფრო პოპულარული ხდება და ასეთი მუშაობა აუცილებლად გამოიღებს ნაყოფს, _ განაცხადა `მსოფლიო სპორტთან” საუბარში ფესტივალის ამ ეტაპის უშუალო ორგანიზატორმა, წარსულში ცნობილმა მორაგბემ, თბილისის `ლოკომოტივის” შემადგენლობაში სსრ კავშირის ჩემპიონატების ორგზის ვერცხლის პრიზიორმა და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა, ზურაბ ხარშილაძემ, რომელიც ბოლო დროს მშობლიურ საჩხერეში საქმიანობს და აქ, სწორედ მისი ინიციატივით დაფუძნდა სარაგბო კლუბი `ჯრუჭი”. 24 ოქტომბერს, ზურაბ ხარშილაძეს 65 წელი უსრულდება. ფესტივალის მონაწილეებმა წინასწარ მიულოცეს იუბილე სახელოვან ვეტერანს.
იუზა კაციტაძე საჩხერედან
ავტორის ფოტოები
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია