შაბათ-კვირას სტარტი აიღო 2012/13 წლების მსოფლიო სერიამ 7-კაცა რაგბში, რომელიც შარშანდლის მსგავსად, წლეულსაც 9 ეტაპად ჩატარდება.
პირველ ეტაპს ავსტრალიამ უმასპინძლა და 2011 წლის მსგავსად, ფინალში ამჯერადაც ახალი ზელანდია და ფიჯი გავიდნენ, რომლებმაც გასული სერია პირველ-მეორე ადგილებზე დაასრულეს.
არადა, ჯგუფურ ეტაპზე წინასწარ გაწერილი გეგმები შეიცვალა. ეს იმიტომ, რომ ზელანდიელები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდნენ, მაგრამ ჯგუფში ერთი თამაში წააგო ფიჯიმაც - მასპინძელ ავსტრალიასთან 14:15 და რადგან ისიც მე-2 საფეხურზე დარჩა, ფიჯისა და ზელანდიის გზები ფინალამდე აღარ გადაიკვეთა.
მეოთხედფინალში ფიჯიმ დამაჯერებლად იმარჯვა.
“ოლ ბლექსმა” არგენტინასთან ტაიმი 5:7 დათმო და მეორე ნახევარშიღა მოახერხა გამარჯვების გაფორმება.
ზელანდიამ ვერც ნახევარფინალში შეძლო პირველი ტაიმის მოგება (5:5), მაგრამ საბოლოოდ კენიას მაინც სძლია (15:5).
ფიჯიმ სამხრეთ აფრიკასაც დამაჯერებლად სძლია და მერე, ფინალში, ერთი წლის წინანდელის მსგავსად, ზელანდია დაამარცხა, თანაც ისე, რომ საკუთარი წარმატება ეჭვქვეშ ერთხელაც არ დაუყენებია.
III ადგილი სამხრეთ აფრიკას ერგო, მეხუთეზე ფრანგების მძლეველი არგენტინა გავიდა, ხოლო IX ადგილისთვის ჯახში, ძირითადი დრო ფრედ - 14:14 დასრულდა და ესპანეთმა ინგლისს დამატებით დროში სძლია.
გემახსოვრებათ, თითოეულ ეტაპზე დაკავებული ადგილის მიხედვით, გუნდებს ქულები ეწერებათ და 9 ეტაპის შემდეგ, ჯამში ყველაზე მეტი ქულის მქონე გუნდი 7-კაცა სერიის გამარჯვებულად ცხადდება.
2012 წელს პირველობა არავის დაუთმო ზელანდიამ, ხოლო ფიჯიმ მე-2 ადგილი დაიკავა.
მე-2 ეტაპი 30 ნოემბერსა და 1 დეკემბერს დუბაიში გაიმართება, ხოლო ერთი კვირის შემდეგ, მე-3 ეტაპს სამხრეთ აფრიკა უმასპინძლებს. დანარჩენი 6 ეტაპი მომავალ წელს შედგება.
2012-2013 წლების 7-კაცა რაგბის მსოფლიო სერია
I ეტაპი (IX ეტაპად). ავსტრალია. 13-14 ოქტომბერი
A ჯგუფი
ახალი ზელანდია - აშშ 19:7
სამხრეთ აფრიკა - კანადა 38:0
ახალი ზელანდია - კანადა 28:21
სამხრეთ აფრიკა - აშშ 33:5
აშშ - კანადა 21:22
ახალი ზელანდია - სამხრეთ აფრიკა 21:31
1. | სამხრეთ აფრიკა | 3 | 3 | 0 | 0 | 102-26 | 9 |
2 | ახალი ზელანდია | 3 | 2 | 0 | 1 | 68-59 | 7 |
3 | კანადა | 3 | 1 | 0 | 2 | 43-87 | 5 |
4 | აშშ | 3 | 0 | 0 | 3 | 33-74 | 3 |
B ჯგუფი
ფიჯი - შოტლანდია 31:14
ავსტრალია - ტონგა 31:14
ფიჯი - ტონგა 35:7
ავსტრალია - შოტლანდია 22:0
შოტლანდია - ტონგა 5:24
ფიჯი - ავსტრალია 14:15
1 | ავსტრალია | 3 | 3 | 0 | 0 | 68-28 | 9 |
2 | ფიჯი | 3 | 2 | 0 | 1 | 80-36 | 7 |
3 | ტონგა | 3 | 1 | 0 | 2 | 45-71 | 5 |
4 | შოტლანდია | 3 | 0 | 0 | 3 | 19-77 | 3 |
C ჯგუფი
ინგლისი - კენია 14:14
სამოა - ესპანეთი 31:10
ინგლისი - ესპანეთი 13:10
სამოა - კენია 14:12
კენია - ესპანეთი 26:12
ინგლისი - სამოა 17:19
1 | სამოა | 3 | 3 | 0 | 0 | 64-39 | 9 |
2 | კენია | 3 | 1 | 1 | 1 | 52-40 | 6 |
3 | ინგლისი | 3 | 1 | 1 | 1 | 44-43 | 6 |
4 | ესპანეთი | 3 | 0 | 0 | 3 | 32-70 | 3 |
D ჯგუფი
არგენტინა - საფრანგეთი 7:14
უელსი - პორტუგალია 19:12
არგენტინა - პორტუგალია 26:0
უელსი - საფრანგეთი 19:17
საფრანგეთი - პორტუგალია 12:5
არგენტინა - უელსი 17:5
1 | არგენტინა | 3 | 2 | 0 | 1 | 50-19 | 7 |
2 | საფრანგეთი | 3 | 2 | 0 | 1 | 43-31 | 7 |
3 | უელსი | 3 | 2 | 0 | 1 | 43-46 | 7 |
4 | პორტუგალია | 3 | 0 | 0 | 3 | 17-57 | 3 |
მეოთხედფინალები IX-XVI ადგილებისთვის
კანადა - პორტუგალია 31:0
ინგლისი - შოტლანდია 35:7
უელსი - აშშ 27:19
ტონგა - ესპანეთი 7:24
თასის მეოთხედფინალები
სამხრეთ აფრიკა - საფრანგეთი 26:14
სამოა - ფიჯი 7:19
არგენტინა - ახალი ზელანდია 7:12
ავსტრალია - კენია 14:21
ნახევარფინალები XIII-XVI ადგილებისთვის
პორტუგალია - შოტლანდია 0:33
აშშ - ტონგა 33:26
ნახევარფინალები IX-XII ადგილებისთვის
კანადა - ინგლისი 19:24
უელსი - ესპანეთი 17:26
ნახევარფინალები V-VIII ადგილებისათვის
საფრანგეთი - სამოა 21:7
არგენტინა - ავსტრალია 17:14
თასის ნახევარფინალები
სამხრეთ აფრიკა - ფიჯი 10:21
ახალი ზელანდია - კენია 15:5
XIII ადგილისთვის
შოტლანდია - აშშ 40:5
IX ადგილისთვის
ინგლისი - ესპანეთი 14:19 (14:14 ძ.დ.)
V ადგილისთვის
საფრანგეთი - არგენტინა 7:14
III ადგილისთვის
სამხრეთ აფრიკა - კენია 41:7
ფინალი
ფიჯი - ახალი ზელანდია 32:14
საერთო ცხრილი პირველი ეტაპის შემდეგ
1. ფიჯი - 22
2. ახალი ზელანდია - 19
3. სამხრეთ აფრიკა - 17
4. კენია - 15
5. არგენტინა - 13
6. საფრანგეთი - 12
7. სამოა - 10
8. ავსტრალია - 10
9. ესპანეთი - 8
10. ინგლისი - 7
11. უელსი - 5
12. კანადა - 5
13. შოტლანდია - 3
14. აშშ - 2
15. ტონგა - 1
16. პორტუგალია - 1
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია