თბილისის “ლელოს” დღეს არ უჩვენებია საუკეთესო თამაში, მაგრამ საკუთარი შანსი მაინც გამოიყენა, ტერიტორიული უპირატესობით ისარგებლა და ირაკლი ყიასაშვილის ჯარიმებით, “ჯიქებს” 22:10 სძლია, რითაც სატურნირო ცხრილში ლიდერობა შეინარჩუნა.
“ჯიქები” თამაშს კონტრშეტევებზე აგებდა, რაქში მოწინააღმდეგეს აჯობა და რამდენჯერმე ბურთიც მოიპოვა, თუმცა, შეტევაში ბევრი ვერაფერი გაახერხა.
მე-3 წუთზე, ყიასაშვილმა 48 მეტრიდან გატანილი ჯარიმით ანგარიში გახსნა. ფურცელაძეს 38 მეტრიდან საპასუხო დარტყმა გაუფუჭდა, მაგრამ მე-18 წუთზე, ხარაზიშვილმა 45 მეტრიდან უკვე ზუსტად დაჰკრა. მანვე, შემდგომში, ნომინალური სტუმრების დაწინაურების შანსი ხელიდან გაუშვა, აი ყიასაშვილმა კი, შესვენებამდე 3 შანსი გამოიყენა და “ლელომ” ტაიმი 12:3 მოიგო.
“ლელომ” ლელოც გაიტანა, როცა ყიასაშვილმა ფეხით გადაკიდებული ბურთი აიღო, ხაზი გაჭრა და ანდღულაძე ჩათვლის მოედანში შეიჭრა, მაგრამ რეფერიმ დააგვიანა და ლელო ვერ დააფიქსირა. სამაგიეროდ, მე-2 ნახევრის დასაწისში, “ლელომ” კარგი მოლი დააყენა, 5 მეტრი დაფარა და სუჯაშვილმა ლელო მაინც მიითვალა, ხოლო ყიასაშვილმა გარდასახვა შეასრულა. ამას, კიკვაძის კარგი გარჯა მოჰყვა, რომელმაც საკუთარ 22-ში აიღო ბურთი და დაახლოებით 60 მეტრი ირბინა. ეს იერიში გოგიშვილის სინბინით დასრულდა, ხოლო “ჯიქებმა” მეტობით ისარგებლა და მამრიკიშვილმა ლელო ძელებსშუა გაიტანა.
კუპრეიშვილის გარდასახვა ზუსტი იყო, თუმცა, ორ წუთში ყიასაშვილმა ჯარიმით საკუთარი გუნდის უპირატესობა გაზარდა. ამის შემდეგ “ჯიქები” ბევრს ეცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და “ლელომ” 4 ქულა ჩაიწერა.
ამავე ტურის კიდევ ერთ ცენტრალურ მატჩში, “არმაზმა” “ლოკომოტივთან” თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა და 25:0 დაწინაურდა, რაც საბოლოოდ არ გაანიავა და 10 ქულით იმარჯვა - 31:21.
“ყოჩებმა” მოახერხა და წლევანდელ სეზონში პირველი გამარჯვება ჩაიწერა, ხოლო “არმიამ” და “აიამ”, შესაბამისად, “აკადემია” და “ხარები” გაანადგურეს.
საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატი. VII რაუნდი
13 ოქტომბერი. შაბათი
თბილისი. “შევარდენი”.
აკადემია (თბილისი) - არმია (თბილისი) 3:40
რუსთავი. “ტექნიკუმი”.
ხარები (რუსთავი) - აია (ქუთაისი) 13:50
თბილისი. “ავჭალა”.
ყოჩები (თბილისი) - ბათუმი (ბათუმი) 34:32
თბილისი. “ავჭალა”.
ლოკომოტივი (თბილისი) - არმაზი (თბილისი) 21:31
14 ოქტომბერი. კვირა
თბილისი. “ავჭალა”. 800 მაყურებელი
ლელო (თბილისი) - ილიაუნი ჯიქი (თბილისი) 22:10 (12:3)
ლელო: 15. ყიასაშვილი, 14. გეგენავა, 13. ანდღულაძე, 12. ცერცვაძე, 11. ნიჟარაძე, 10. ხმალაძე, 9. კაჭარავა; 1. გოგიშვილი (სანიკიძე 38-45, 60), 2. ბელქანია, 3. ბარბაქაძე (სუჯაშვილი 41), 4. ხორბალაძე, 5. ქოიავა, 6. კოლელიშვილი (ჭყოიძე 55), 7. სურგულაძე (მძინარიშვილი 47), 8. დარასელია.
1 ლელო: სუჯაშვილი
1 გარდასახვა: ყიასაშვილი
5 ჯარიმა: ყიასაშვილი
1 სინბინი: გოგიშვილი
ჯიქები: 15. დ. კიკნაძე (ნ. გიორგაძე 33), 14. ნოზაძე (იობაშვილი 70), 13. კუპრეიშვილი, 12. ჯიმუხაძე, 11. ხარაზიშვილი, 10. ფურცელაძე, 9. ზაბახიძე; 1. ოქრიაშვილი (ხატიაშვილი 67), 2. ოქრომელიძე (სვანიძე 41), 3. ყაულაშვილი (გაგნიძე 41), 4. მიქაძე (ტალახაძე 60), 5. გოგოლაძე, 6. მამრიკიშვილი, 7. ცირეკიძე, 8. კიკვაძე.
1 ლელო: მამრიკიშვილი
1 გარდასახვა: კუპრეიშვილი
1 ჯარიმა: ხარაზიშვილი
1 სინბინი: ტალახაძე
1 | ლელო | 7 | 6 | 0 | 1 | 204-101 | 28 |
2 | არმია | 7 | 6 | 0 | 1 | 185-104 | 27 |
3 | არმაზი | 7 | 5 | 0 | 2 | 150-114 | 21 |
4 | აია | 7 | 4 | 1 | 2 | 152-117 | 20 |
5 | ჯიქები | 7 | 4 | 0 | 3 | 132-113 | 19 |
6 | ლოკომოტივი | 7 | 2 | 1 | 4 | 140-142 | 14 |
7 | ბათუმი | 6 | 2 | 0 | 4 | 96-134 | 10 |
8 | ხარები | 6 | 2 | 0 | 4 | 84-142 | 9 |
9 | ყოჩები | 7 | 1 | 0 | 6 | 117-179 | 7 |
10 | აკადემია | 7 | 1 | 0 | 6 | 47-173 | 5 |
შემდეგი ტური. 20-21 ოქტომბერი
ბათუმი - ჯიქები, არმაზი - ლელო, ლოკომოტივი - ხარები, აია - აკადემია, არმია - ყოჩები
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია