ამბები

23:24 | 20.10.2012 | ნანახია 1872 - ჯერ

“არმია”, მინიმუმ, ხვალამდე გალიდერდა

საქართველოს ჩემპიონმა თბილისის “არმიამ”, “ყოჩებს” პრემიალური ქულით (სამით მეტი ლელოს გატანით), 34:19 აჯობა, დაგეგმილი ხუთი ქულა ჩაიწერა და ხვალ გასამართი “ლელოს” მატჩამდე, სატურნირო ცხრილში დაწინაურდა.
“ლელო” ხვალ 16 საათზე, “არმაზს” შევარდენზე ეთამაშება და პირველი საფეხურის ერთპიროვნულად დასაბრუნებლად, პრემიალური ქულით გამარჯვება სჭირდება. დიდი ანგარიშით სძლია ქუთაისის “აიამ” თბილისის “აკადემიას” - 76:8 და ხვალინდელ მატჩამდე, ისისც მე-3 ადგილზე აღზევდა. პრემიალური ქულით, ოღონდ უფრო მოკრძალებული ანგარიშით, 27:7 სძლია თბილისი “ლოკომოტივმა” რუსთავის “ხარებს”. ბათუმში ადგილობრივ გუნდთან 12:18 დამარცხდა “ილიაუნის ჯიქი” და მხოლოდ 1 ქულას დასჯერდა, ზღვისპირელებმა კი, ამ გამარჯვებით, საპლეიოფო ექვსეულში მოხვედრის შანსი შეინარჩუნეს.

საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატი. VIII რაუნდი
20 ოქტომბერი. შაბათი
ქუთაისი. “დინამო”.

აია (ქუთაისი) - აკადემია (თბილისი) 76:8
ბათუმი. “ანგისა”.
ბათუმი (ბათუმი) - ილიაუნი ჯიქი (თბილისი) 18:12
თბილისი. “ავჭალა”.
არმია (თბილისი) - ყოჩები (თბილისი) 34:19
თბილისი. “ავჭალა”.
ლოკომოტივი (თბილისი) - ხარები (რუსთავი) 27:8

 

1 არმია 8 7 0 1 219-123 32
2 ლელო 7 6 0 1 204-101 28
3 აია 8 5 1 2 228-125 25
4 არმაზი 7 5 0 2 150-114 21
5 ჯიქები 8 4 0 4 144-131 20
6 ლოკომოტივი 8 3 1 4 167-150 19
7 ბათუმი 7 3 0 4 114-146 14
8 ხარები 7 2 0 5 92-169 9
9 ყოჩები 8 1 0 7 136-211 7
10 აკადემია 8 1 0 7  55-249 5


21 ოქტომბერი. კვირა
თბილისი. “შევარდენი”. 16:00

არმაზი (თბილისი) - ლელო (თბილისი)

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079191