ამბები

21:26 | 21.10.2012 | ნანახია 2352 - ჯერ

“ლელო” ლელოებით ისევ თავშია

თბილისის “ლელომ” “არმაზს” ყველაფერში აჯობა, სათამაშო დროის უმეტესი წილი მეტოქის ნახევარზე გაატარა, “არმაზს” სამით მეტი ლელო გაუტანა და სატურნირო ცხრილის სათავეშიც დამსახურებულად დაბრუნდა.
“არმაზის” მთავარი პრობლემა დავით კიკნაძის არყოფნა იყო? ალბათ, არა, რადგან “ლელოს” იმის საფუძვალი არ გაუჩენია, მეტოქე ფეხით, უბრალოდ, კარგად ვერ თამაშობდაო. ლევან მაისაშვილის შეგირდებმა, მოიპოვეს ტერიტორიული უპირატესობა, ბურთსაც უფრო მეტად აკონტროლებდნენ და შედეგიც ქულებში აისახა. “ლელომ” კარგად გააცნობიერა უპირატესობა, ლელოები გაიტანა და პრემიალური ქულაც დამსახურებულად მიითვალა.
“ლელო” პირველსავე წუთებზე დომინირებდა და ირაკლი ყიასაშვილმა ორჯერ გაჭრა ხაზი, პირველ შემთხვევაში, კაჭარავას იერიშის გაგრძელებაში ხელი რეფერიმ შეუშალა, მეორეში ლაშა ხმალაძეს ლელომდე სანტიმეტრები დააკლდა და ყიასაშვილმა ჯარიმით ანგარიში გახსნა. მერე, ხმალაძე ფეხით შეგორებულ ბურთს ვერ დაეწია, ცოტა ხანში, სირაძეს იგივე მეთოდის გამოყენებაში ხელი ყიასაშვილმა შეუშალა, მაგრამ “არმაზმა” მეტოქის ნახევარზე ყოფნა 3 ქულით მაინც დააგვირგვინა და ლაშა სირაძემ ჯარიმით წონასწორობა აღადგინა.
“ლელომ” სათამაშო უპირატესობა რომ იგრძნო, ჯარიმა კარში აღარ დაარტყა, 5-მეტრა დერეფანში მაინცდამაინც კარგად ვერ გაისარჯა, მაგრამ არმაზელებიც შეცდნენ და ბექა ნიკოლეიშვილმა ბურთი დაამიწა. ყიასაშვილის ზუსტ გარდასახვას, მალე მისი ისეთი დარტყმული მოყვა, რომელიც ყველაფერს გასცდა, შერკინებაში “არმაზმა” ჯარიმა აიღო და სირაძემ სხვაობა შეამცირა. ტაიმის ბოლოს, ჯერ “ლელომ” შეუტია და ლაშა ხმალაძემ გაჭრა ხაზი, კაჭარავამ ბურთი მარჯვნივ გაშალა, სადაც ბოლოს, რევაზ ბელქანიამ ფეხით ითამაშა, მაგრამ მას სისწრაფე არ ეყო და მცველმა დაასწრო. სულ ბოლოს, უკვე “არმაზი” ცდილობდა მოლით ლელოს გატანას, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია.
მეორე ტაიმის დასაწყისიდან 10 წუთი იყო გასული, როდესაც ხმალაძემ დროებით შეცვლილი ყიასაშვილის ნაცვლად ჯარიმის შესრულება ითავა და მიზანმა უმტყუნა. მერე “ლელომ” ჯარიმები აუტში გაიტანა და 54-ე წუთზე, ქოიავამ უკვე ლელო გაიტანა. ხუთიოდე წუთში, “ლელომ” კვლავ მოლით შეუტია, ბირთი აღარ გაშალა და ლელო რევაზ ბელქანიამ მიითვალა. 64-ე წუთზე, უკვე გეგენავა გაექცა ფინტებით მცველებს და საკუთარი გუნდის მეოთხე ლელო გაიტანა, რის შემდეგაც, “არმაზმა” ძალიან მოინდომა და ბოლოსკენ, ჭელიძის ერთი ლელოთი უპასუხა, მაგრამ ამან საერთო სურათი აღარ შეცვალა.

საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატი. VIII რაუნდი
20 ოქტომბერი. შაბათი
ქუთაისი. “დინამო”.

აია (ქუთაისი) - აკადემია (თბილისი) 76:8
ბათუმი. “ანგისა”.
ბათუმი (ბათუმი) - ილიაუნი ჯიქი (თბილისი) 18:12
თბილისი. “ავჭალა”.
არმია (თბილისი) - ყოჩები (თბილისი) 34:19
თბილისი. “ავჭალა”.
ლოკომოტივი (თბილისი) - ხარები (რუსთავი) 27:8
21 ოქტომბერი. კვირა
თბილისი. “შევარდენი”. 800 მაყურებელი

არმაზი (თბილისი) - ლელო (თბილისი) 11:27 (6:10)
არმაზი:
15. ჩხაიძე, 14. ხუციშვილი, 13. მაჩხანელი, 12. კაიფაჯიანი, 11. სირაძე (პინაიშვილი), 10. მაისურაძე, 9. მჟავანაძე; 1. ბეჟიაშვილი, 2. სოსელია, 3. ბუკია, 4. ჯიშკარიანი, 5. ესართია (ჭელიძე), 6. კანდელაკი, 7. მინაშვილი, 8. თიგიშვილი.
1 ლელო: ჭელიძე
2 ჯარიმა: სირაძე
ლელო: 15. ყიასაშვილი, 14. ზაალიშვილი, 13. ანდღულაძე, 12. ცერცვაძე, 11. გეგენავა, 10. ხმალაძე. 9. კაჭარავა; 1. გოგიშვილი (სანიკიძე), 2. ბელქანია, 3. სუჯაშვილი (კვერნაძე), 4. ნიკოლაიშვილი (ხორბალაძე), 5. ქოიავა, 6. სურგულაძე, 7. დარასელია, 8. ჭყოიძე.
4 ლელო: ნიკოლაიშვილი, ქოიავა, ბელქანია, გეგენავა
2 გარდასახვა: ყიასაშვილი
1 ჯარიმა: ყიასაშვილი
 

1 ლელო 8 7 0 1 231-112   33
2 არმია 8 7 0 1 219-123   32
3 აია 8 5 1 2 228-125    25
4 არმაზი 8 5 0 3 161-141   21
5 ჯიქები 8 4 0 4 144-131 20
6 ლოკომოტივი 8 3 1 4 167-150 19
7  ბათუმი 7 3 0 4 114-146 14
8  ხარები 7 2 0 5 92-169 9
9 ყოჩები 8 1 0 7 136-211 7
10  აკადემია 8 1 0 7 55-249 5



მომდევნო ტური
27-28 ოქტომბერი:
ჯიქები - არმაზი, არმია - ბათუმი, ყოჩები - აია, აკადემია - ლოკომოტივი, ხარები - ლელო
 

 

ზურა ქსოვრელი
   
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.174417