დღეს ღამით საქართველოს 19-წლამდე და 17-წლამდე მორაგბეთა ნაკრებები პორტუგალიაში მიემგზავრებიან. ორივე გუნდს საკმაოდ რთული მისია აკისრია: თუ ჩვენი 19-წლამდელები მსოფლიო ალაფის შესარჩევ ტურნირზე მოსახვედრად იბრძოლებენ, 17-წლამდელები ფირა-აერის მიერ გასულ წელს დაფუძნებულ საკვალიფიკაციო ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას.
წლეულს 19 წლამდელთა ამოცანა იმითაც გართულდა, რომ 12 გუნდა ელიტარული დივიზიონიდან იტალია გამოვარდა და ავტომატურად დაიკავა ალაფის შესარჩევზე არსებული ორი ადგილიდან ერთი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ გასულ წელს შესარჩევი ტურნირის ორი ფინალისტი ხვდებოდა ალაფაზე, წელს მხოლოდ გამარჯვებულ ნაკრებს ეძლევა ალაფაზე თამაშის უფლება.
19 წლამდელები პირველ მატჩს 27 ოქტომბერს ესპანეთის წინააღმდეგ გამართავენ, სამი დღის შემდეგ მათი მოწინააღმდეგე უკვე რუმინელი თანატოლები იქნებიან და ორივე მატჩის მოგების შემთხვევაში, ფინალში თამაშის უფლებას მოიპოვებენ.
სამწვრთნელო შტაბმა ნაკრებში 26 მორაგბეს უხმო, რომელთაგანაც 5 ლეგიონერია, ხოლო დანარჩენი 21 საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს, პირველ და ჭაბუკთა “ა“ ლიაში მოთამაშე ახალგაზრდები არიან.
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები
გიორგი თეთრაშვილი – ალბი საფ
ვახტანგ ახობაძე – ალბი საფ
გიორგი შარაშიძე – კლერმონი საფ
გიორგი მარგველანი – ივერია
დავით ხიდეშელი – ლელო
გიორგი სულუაშვილი – სტრასბურგი საფ
თორნიკე ჯიბლაძე – არმაზი
მინდია ელგუჯაური – მასი საფ
გიორგი მჭედლიშვილი – ჯიქები
გიორგი გეგია – ლოკომოტივი
თორნიკე გოგლიძე – არმია
ვახო ამირანაშვილი – ივერია
შალვა შაშიაშვილი – აია
ფარნა გასვიანი – ლოკომოტივი
ონისე მოგელაშვილი – ჯიქები
ვაჟა ხუციშვილი – რუსთავი
ირაკლი ლოლუა – ლელო
გიორგი აფციაური – არმია
რევაზ ბროძელი – არმაზი
გიორგი თუთბერიძე – ბაგრატი
ნიკოლოზ ამაშუკელი – ჯიქები
გიორგი ფრუიძე – აია
მურაზი გიორგაძე – პატარძეული
გიორგი კოდუა – თიბისი
ილია მელაძე – აკადემია
საბა ნიკოლავა – არმია
მთავარი მწვრთნელი: იან სმითი
მწვრთნელი: ლადო კილასონია
მენეჯერი: გიორგი მაისურაძე
ექიმი: ზვიად მკერვალიშვილი
17-წლამდელთათვის პორტუგალიაში გასამართი ტურნირი წარმოადგენს გაისად 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს. პორტუგალიაში ორ უკეთეს ადგილზე გასული გუნდი (გამარჯვებული და ფინალისტი) მომავალ წელს ინგლისთან, საფრანგეთთან, უელსთან, ირლანდიასთან, შოტლანდიასთან და იტალიასთან ერთად, ითამაშებს 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტ დივიზიონში.
17-წლამდელთა ნაკრები აგვისტოში შეიკრიბა, სამი ამხანაგური მატჩი გამართა სამხრეთ აფრიკული სასკოლო გუნდის “პიონერების“ წინააღმდეგ და რამოდენიმე თამაში ჩაატარა საქართველოს 19-წლამდელთა გუნდთან.
17-წლამდელები პირველ მატჩს 27 ოქტომბერს გერმანიის წინააღმდეგ გამართავენ, 30 ოქტომბერს ბელგიელ თანატოლებს გაეჯიბრებიან, ხოლო 2 ნოემბერს ჩვენებურთა მეტოქე მასპინძელი პორტუგალია იქნება.
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები
ზაზა ხარებავა – კოლხი რაინდები
ბადრი ალხაზაშვილი – აკადემია
გუგა ხანთაძ – აია
გიორგი როყვაძე – ყოჩები
როლანდ კვაჭაძე – ლელო
თორნიკე ბუბუტეიშვილი – ლელო
დავით პაპავა – ჯიქები
გიორგი მღებრიშვილი – ხარები
თემო თუთბერიძე – აია
რევაზ ჯინჭველაშვილი – აია
იოსებ კიკვაძე – აია
თემურ ირემაძე – აია
სანდრო ილურიძე – აკადემია
დევი დევსურაშვილი – ხულიგანა
ირაკლი სვანიძე – ხულიგანა
გიორგი თორაძე – აია
ბექა კაკაბაძე – ლოკომოტივი
დავით ფხაკაძე – ივერია
ბექა გორგაძე – ხარები
ვასილ ლობჟანიძე – არმაზი
სოსო ტუკვაძე – ყოჩები
ბადრი ლიპარტელიანი – ივერია
დავით გულიტაშვილი – ხარები
დავით ლობჟანიძე – არმაზი
ბადრი დანგაძე – აია
გიორგი ხვისტანი – ყოჩები
მთავარი მწვრთნელი: დავით ჩავლეიშვილი
მწვრთნელი: მამუკა ტყეშელაშვილი
ფიზ. მომზადების მწვრთნელი: ირაკლი ჭყონია
მენეჯერი: ზურა ამონაშვილი
ექიმი: სერგო ბერიაშვილი
ექიმი: გიორგი მაისურაძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია