საქართველოს რაგბის კავშირის განვითარების ჯგუფი, აგრძელებს მასტერკლასების ციკლს ჭაბუკთა “ა“ და “ბ“ ლიგების მწვრთნელთათვის. პროექტის მიზანია გააცნოს ადგილობრივ მწვრთნელებს თანამედროვე სამწვრთნელო მეთოდიკა და დაეხმაროს მათ სალიცენზიო გამოცდების წარმატებით ჩაბარებაში. მასტერკლასებს გაუძღვებიან განვითარების ჯგუფის წევრები, ასაკობრივი და ეროვნული ნაკრებების მწვრთნელები. მასტერკლასი გაიმართება “შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე 25 ოქტომბერს 14:00 საათზე.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია