ამბები

23:12 | 30.10.2012 | ნანახია 2434 - ჯერ

17-წლამდელებმა ელიტა დაიბევეს

საქართველოს 17-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მიმდინარე 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდის შესარჩევ ეტაპზე მეორე მატჩიც დიდი ანგარიშით მოიგო და გაისად ელიტარულ გუნდებთან თამაში დაიბევა.
პირველ ტურში გერმანიის 50:13 განადგურების შემდეგ, “უმცროსი ბორჯღალოსნები” ბელგიის პრემიალური ქულით დამარცხების შემთხვევაში მინიმუმ მეორე ადგილს ინაღდებდნენ, რაც საფრანგეთის საგზურს ნაადრევად იძლეოდა. ბიჭებმა საქმე აღარ გადადეს, ოთხი და უფრო მეტიც - ხუთი ლელო უკვე პირველ ტაიმში გაიტანეს და 31:3 დაწინაურდნენ, ჯამში კი, 55:6 იმარჯვეს.
2 ნოემბერს საქართველოს ნაკრები მასპინძელ პორტუგალიას დაუპირისპირდება და მისი ძლევით შესარჩევი ეტაპის პირველ ადგილზე დასრულებას ეცდება, 2013 წლის მარტში კი, ინგლისთან, ირლანდიასთან, საფრანგეთთან, უელსთან, შოტლანდიასთან და იტალიასთან მთავარი პრიზისთვის იბრძოლებენ.
განვლილი მატჩის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია მოგვიანებით იქნება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081017