საქართველოს 19-წლამდე მორაგბეთა ნაკრები პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მიმდინარე მსოფლიო თასის “ალაფის” შესარჩევი ეტაპის ფინალში მასპინძელთა გუნდს ეთამაშება და გამარჯვების შემთხვევაში ფინალური ეტაპის საგზურს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ უმცროსმა “ბორჯღალოსნებმა” ესაპნეთს 31:13 სძლიეს, შემდეგ კი რუმინეთს 20:11 მოუგეს და A ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს, პორტუგალიელებმა კი B ჯგუფში რუსებს (14:8) და ბელგიელებს (21:18) აჯობეს.
როგორც უკვე ვიუწყებოდით, წლეულს ევროპის შესარჩევი ჯგუფიდან “ალაფის” საგზურს მხოლოდ ერთი გუნდი იღებს, ამდენად, ქართველ მორაგბეებს გადამწყვეტი შეხვედრა ჯერაც წინ აქვთ. საქართველოს და პორტუგალიის ნაკრებთა შეხვედრა 3 ნოემბერს გახლავთ დაგეგმილი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია