ამბები

11:59 | 1.11.2012 | ნანახია 2692 - ჯერ

რთული მატჩის წინ

საქართველოს 19-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, პორტუგალიაში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიო თასის “ალაფის” შესარჩევ ეტაპზე, დაძაბულ ბრძოლაში რუმინეთის ნაკრებს 20:11 სძლია და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე ბელგიის 21:18 მძლეველი მასპინძელთა გუნდი იქნება.
სამწუხაროდ, ფირა-ს ოფიციალურ საიტზე საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებების შეხვედრის ოქმი ჯერაც არ დადებულა. სამაგიეროდ, განვლილ თამაშზე ინფორმაცია გაჩნდა საქართველოს რაგბის კავშირის საიტზე - ნამატჩევს ნაკრების მწვრთნელმა ლადო კილასონიამ რუმინეთთან გამართული მატჩი შეაფასა და მომავალ მეტოქეზეც ისაუბრა.
ლადო კილასონია (საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მწვრთნელი): “მატჩი საკმაოდ დაძაბული და ფიზიკურად მძიმე გამოვიდა. პირველ ტაიმში ორჯერ ვაგებდით - ჯერ 0:3 და შემდეგ 0:6. რუმინელთა ჯარიმებს საბა ნიკოლავამ ორი ზუსტი დარტყმით უპასუხა და ანგარიში გაათანაბრა. ტაიმის მეორე ნახევრისთვის გუნდი უფრო დალაგდა, რასაც ბექა გორგაძის ლელო მოჰყვა. ბროძელმა ბურთი ფრთაზე დარჩენილ გორგაძეს ფეხით გადაუკიდა და ასე გავიდა პირველი ლელო. ნიკოლავამ გარდასახვა ზუსტად დაარტყა და 13:6 დავწინაურდით. პირველი ტაიმის ბოლოს კიდევ ორჯერ შეგვეძლო ლელოს გატანა, თუმცა ორივე შემთხვევაში დასკვნით ფაზაში ვითამაშეთ ცუდად და რეალური სალელოვე მომენტები ხელიდან გავუშვით.
მეორე ტაიმი ჩვენი აქტიურობით დაიწყო და ლელოს გატანაც შეგვეძლო, თუმცა ხიდეშელს მოწინააღმდეგის ჩათვლის მოედანთან ბურთი ხელიდან გაუვარდა. მეორე ლელო შერკინების კარგი თამაშის შემდეგ გავიტანეთ. დანიშნულ შერკინებაში რუმინელებს უკან დავახევინეთ, შემდეგ რამდენიმე სწრაფი დარტყმა განვახორციელეთ და ვახო ამირანაშვილმა ლელო გაიტანა. ნიკოლავამ ამჯერადაც ზუსტად დაარტყა - 20:6. მოპოვებული სოლიდური უპირატესობის შემდეგ, გუნდი მოეშვა და შეცდომებმაც იმატა, შედეგად მეორე ტაიმის ნახევარი რუმინელთა შეტევებით წარიმართა და საბოლოოდ ლელოც გაგვიტანეს, თუმცა გარდასახვა ვერ გამოიყენეს და საფინალო ანგარიში 20:11 დაფიქსირდა.
წინ ფინალი გვაქვს მასპინძელ პორტუგალიასთან, რომელმაც დაძაბულ ბრძოლაში უკანასკნელ წუთზე გატანილი ჯარიმით 21:18 სძლია ბელგიას. სწრაფი გუნდია, მოძრავი და კარგი დამრტყმელი ჰყავთ, საკმაოდ რთული მატჩი გველის წინ. ჩვენთან არის მცირე ტრავმები, კუნთი აქვს ნატკენი გიორგი გეგიას და რევაზ ბროძელს, ასევე მიკროტრავმა აქვს შალვა შაშიაშვილს, თუმცა ექიმების თქმით საგანგაშო არაფერია. აუცილებლად გვექნება მატჩების ვიდეოანალიზი და დეტალურად განვიხილავთ მოწინააღმდეგის ძლიერ და სუსტ წერტილებს. სამუშაო ბევრია, წინ საკამოდ რთული მატჩი გველის”.
ფინალური მატჩი 3 ნოემბერს,  თბილისის დროით 20 საათზე გაიმართება.
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები: გიორგი თეთრაშვილი (“ალბი”, საფრანგეთი), ვახტანგ ახობაძე (“ალბი”, საფრანგეთი), გიორგი შარაშიძე (“კლერმონი”, საფრანგეთი), გიორგი მარგველანი (ივერია), დავით ხიდეშელი (ლელო), გიორგი სულუაშვილი (“სტრასბურგი”, საფრანგეთი), თორნიკე ჯიბლაძე (არმაზი), მინდია ელგუჯაური (“მასი”, საფრანგეთი), გიორგი მჭედლიშვილი (ჯიქები), გიორგი გეგია (ლოკომოტივი), თორნიკე გოგლიძე (არმია), ვახო ამირანაშვილი (ივერია), შალვა შაშიაშვილი (აია), ფარნავაზ გასვიანი (ლოკომოტივი), ონისე მოგელაშვილი (ჯიქები), ვაჟა ხუციშვილი (ხარები), ირაკლი ლოლუა (ლელო), გიორგი აფციაური (არმია), რევაზ ბროძელი (არმაზი), გიორგი თუთბერიძე (ბაგრატი), ნიკოლოზ ამაშუკელი (ჯიქები), გიორგი ფრუიძე (აია), მურაზი გიორგაძე (პატარძეული), გიორგი კოდუა (თიბისი), ილია მელაძე (აკადემია), საბა ნიკოლავა (არმია).
მთავარი მწვრთნელი: იან სმითი
მწვრთნელი: ლადო კილასონია
მენეჯერი: გიორგი მაისურაძე
ექიმი: ზვიად მკერვალიშვილი

20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასის “ალაფის” ევროპის შესარჩევი ტურნირი
A ჯგუფი
27 ოქტომბერი

საქართველო - ესპანეთი 31:13 (17:8)
29 ოქტომბერი
რუმინეთი - ესპანეთი 10:16
31 ოქტომბერი
საქართველო - რუმინეთი 20:11 (13:6)

 

საქართველო: 15. საბა ნიკოლავა, 14. ილია მელაძე, 13. გიორგი ფრუიძე, 12. რევაზ ბროძელი (მინდია ელგუჯაური 59), 11. მურაზი გიორგაძე, 10. გიორგი აფციაური, 9. ვაჟა ხუციშვილი; 1. გიორგი თეთრაშვილი, 2. დავით ხიდეშელი (თორნიკე ჯიბლაძე 45), 3. ვახტანგ ახობაძე (გიორგი მარგველანი 45), 4. გიორგი მჭედლიშვილი, 5. გიორგი გეგია, 6. ფარნავაზ გასვიანი (შალვა შაშიაშვილი 42), 7. ონისე მოგელაშვილი, 8. ვახო ამირანაშვილი.
არ უთამაშიათ: გიორგი შარაშიძე, გიორგი სულუაშვილი, თორნიკე გოგლიძე, ირაკლი ლოლუა, გიორგი თუთბერიძე, ნიკოლოზ ამაშუკელი, გიორგი კოდუა.
2 ლელო: მელაძე, ამირანაშვილი
2 გარდასახვა: ნიკოლავა
2 ჯარიმა: ნიკოლავა
სინბინი: მოგელაშვილი
მთავარი მწვრთნელი: იან სმითი
მწვრთნელი: ლადო კილასონია
მენეჯერი: გიორგი მაისურაძე
ექიმი: ზვიად მკერვალიშვილი


 

1 საქართველო 2 2 0 0 51-24 9
2 ესპანეთი 2 1 0 1 29-41 4
3 რუმინეთი 2 0 0 2 21-36 1



B ჯგუფი
პორტუგალია - რუსეთი 14:8
29 ოქტომბერი
ბელგია - რუსეთი 24:24
31 ოქტომბერი
პორტუგალია - ბელგია 21:18
 

1 პორტუგალია 2 2 0 0 35-26 8
2  ბელგია 2 0 1 1 42-45 3
3  რუსეთი 2 0 1 1 32-38 3



3 ნოემბერი. V ადგილისთვის
რუმინეთი - რუსეთი
III ადგილისთვის
ესპანეთი - ბელგია
ფინალი
საქართველო - პორტუგალია
 

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.078364