საქართველოს 17-წლამდე მორაგბეთა ნაკრები, დღეს შუაღამეს, თბილისის დროით 23 საათზე პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მასპინძელ თანატოლებს 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე პირველობაში შეეცილება.
ამ გუნდებმა უკვე დაამტკიცეს, რომ ახალგაზრდულ ასაკში ევროპის მეორე დონის ნაკრებებს შორის საუკეთესონი არიან და გაისად მარტში, საფრანგეთის ქალაქ გრენობლში ინგლისთან, ირლანდიასთან, საფრანგეთთან, უელსთან, შოტლანდიასთან და იტალიასთან თამაშის უფლება უკვე დაიბევეს. ახლა მათ უნდა გაარკვიონ, თუ ვინაა ქვედა დონეზე საუკეთესო და ვინ განითესება ელიტ-დივიზიონში მე-7 ადგილზე.
შარშან შესარჩევ ეტაპზე სწორედ ამ გუნდებმა მოიპოვეს ელიტის საგზური და მიმდინარე წლის დასაწყისში ევროპირველობაზე თავიც არ შეირცხვინეს. საქართველოს ნაკრებმა სულაც იტალია დაამარცხა და ჯამში მე-6 ადგილი დაიკავა, მაგრამ ფირა-ს მმართველების გადაწყვეტილებით, საქართველოს ნაკრებს სულაც ევროპის ჩემპიონატი რომ მოეგო, წელს მაინც შესარჩევ ეტაპზე მოუწევდათ თამაში. ერთის მხრივ, ეს შეიძლება კარგიც იყოს, რადგან ამ ასაკში საერთაშორისო გამოცდილება მნიშვნელოვანია და მიზნის მიღწევასთან ერთად, ეს ტურნირი ბიჭებს და მათ მწვრთნელებს ელიტარულ გუნდებთა სათამაშოდ უკეთ მოსამზადებლად დაეხმარება.
“უმცროსი ბორჯღალოსნების” თავკაცები დღევანდელ ჯახს და პირველი ადგილის დაკავებას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ და მასპინძელთა წინააღმდეგ უძლიერესი შემადგენლობით ითამაშებენ. იყო მცირე ტრავმები, თუმცა გუნდის ექიმებმა კარგად იმუშავეს. მიკრო ტრავმების გამო, წინა მატჩი ბელგიასთან გამოტოვეს რევაზ ჯინჭველაშვილმა და ირაკლი სვანიძემ, ახლა კი, ისინი ძირითად შემადგენლობაში ბრუნდებიან. განვლილი თამაშების შედეგებს თუ გადავხედავთ, საქართველოს ნაკრები ფავორიტია, მაგრამ დღეს მათ პორტუგალიის ნაკრების გარდა მსაჯის წინააღმდეგობის დაძლევაც მოუწევთ.
დღევანდელი ფინალური თამაში ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება. “ბორჯღალოსნებმა” გერმანიას და ბელგიას ჯამში 17 ლელო გაუტანეს და აქედან თითქმის ნახევარი ორ მორაგბეზე მოდის - იოსებ კიკვაძემ და ზაურ ხარებავამ მეტოქის ჩათვლის მოედანი ოთხ-ოთხჯერ გადაკვეთეს. პორტუგალიელებმა ორ თამაშში ერთად 9 ლელო გაიტანეს და ორივეჯერ აიღეს პრემიალური ქულა.
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები პორტუგალიასთან: 15. ირაკლი სვანიძე, 14. დევი დევსურაშვილი, 13. სანდრო ილურიძე, 12. თემურ ირემაძე, 11. იოსებ კიკვაძე, 10. რევაზ ჯინჭველაშვილი, 9. თემო თუთბერიძე; 1. ზაურ ხარებავა, 2. ბადრი ალხაზაშვილი (კაპ.), 3. ბექა კაკაბაძე, 4. როლანდ კვაჭაძე, 5. გუგა ხანთაძე, 6. დავით პაპავაძე, 7. თორნიკე ბუბუტეიშვილი, 8. ჟორა მღებრიშვილი.
სათადარიგოები: 16. გიორგი თორაძე, 17. დავით ფხაკაძე, 18. გიორგი როყვა, 19. ბექა გორგაძე, 20. დავით გულიტაშვილი, 21. იოსებ ტუკვაძე, 22. ბადრი ლიპარტელიანი, 23. დავით ლობჟანიძე, 24. ვასილ ლობჟანიძე, 25. ბადრი დანღაძე, 26. გიორგი ხვისტანი.
მთავარი მწვრთნელი: დავით ჩავლეიშვილი
მწვრთნელი: მამუკა ტყეშელაშვილი
ფიზ. მომზადების მწვრთნელი: ირაკლი ჭყონია
მენეჯერი: ზურა ამონაშვილი
ექიმი: სერგო ბერიაშვილი
ექიმი: გიორგი მაისურაძე
18-წლამდელ მორაგბეთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი
პორტუგალია. ლისაბონი
I რაუნდი. 27 ოქტომბერი
საქართველო - გერმანია 50:13 (33:6)
პორტუგალია - ბელგია 38:10
II რაუნდი. 30 ოქტომბერი
საქართველო - ბელგია 55:6 (31:3)
პორტუგალია - გერმანია 34:3
III რაუნდი. 2 ნოემბერი
ბელგია - გერმანია
საქართველო - პორტუგალია
1 | საქართველო | 2 | 2 | 0 | 0 | 105-19 | 10 |
2 | პორტუგალია | 2 | 2 | 0 | 0 | 72-13 | 10 |
3 | გერმანია | 2 | 0 | 0 | 2 | 16-84 | 0 |
4 | ბელგია | 2 | 0 | 0 | 2 | 16-93 | 0 |
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია