ამბები

1:03 | 3.11.2012 | ნანახია 4565 - ჯერ

17-წლამდელებმა პორტუგალია მსაჯიანად დაამარცხეს

საქართველოს 17-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მასპინძელთა გუნდი მსაჯის უდიდესი მხარდაჭერის მიუხედავად 33:17 დაამარცხა და ტურნირი პირველ ადგილზე დაასრულა.
შეგახსენებთ, ეს იყო გაისად გასამართი 18-წლამდე მორაგბეთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი. საფრანგეთის საგზურს მეორე დონის ორი გუნდი იღებდა და ბოლო მატჩამდეც ცნობილი იყო, რომ ინგლისთან, ირლანდიასთან, საფრანგეთთან, უელსთან, შოტლანდიასთან და იტალიასთან საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებები ითამაშებდნენ, მაგრამ ამ დაპირისპირებას და პირველი ადგილის დაკავებას მაინც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
პირველ ტაიმში მსაჯმა ქართველი მორაგბეები 12-ჯერ დააჯარიმა, მასპინძლები მხოლოდ ორჯერ, მაგრამ პირველი ნახევარი მაინც ქართველთა გამარჯვებით დასრულდა - 19:17. “ბორჯღალოსნების” უპირატესობა იმდენად დიდი იყო, მეორე ნახევარში რეფერიც ვერას გახდა და საქართველოს ნაკრებმა 33:17 იმარჯვა. ამასთან, მეტოქისთვის 5 ლელოს გატანისთვის ქართველებმა პრემიალური ქულაც აიღეს და ტურნირი ქულათა მაქსიმუმით დაასრულეს. გრენობლში საქართველოს ნაკრები მე-7 პოზიციაზე იქნება განთესილი.
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები პორტუგალიასთან: 15. ირაკლი სვანიძე, 14. დევი დევსურაშვილი, 13. სანდრო ილურიძე, 12. თემურ ირემაძე, 11. იოსებ კიკვაძე, 10. რევაზ ჯინჭველაშვილი, 9. თემო თუთბერიძე; 1. ზაურ ხარებავა, 2. ბადრი ალხაზაშვილი (კაპ.), 3. ბექა კაკაბაძე, 4. როლანდ კვაჭაძე, 5. გუგა ხანთაძე, 6. დავით პაპავაძე, 7. თორნიკე ბუბუტეიშვილი, 8. ჟორა მღებრიშვილი.
სათადარიგოები: 16. გიორგი თორაძე, 17. დავით ფხაკაძე, 18. გიორგი როყვა, 19. ბექა გორგაძე, 20. დავით გულიტაშვილი, 21. იოსებ ტუკვაძე, 22. ბადრი ლიპარტელიანი, 23. დავით ლობჟანიძე, 24. ვასილ ლობჟანიძე, 25. ბადრი დანღაძე, 26. გიორგი ხვისტანი.
მთავარი მწვრთნელი: დავით ჩავლეიშვილი.
მწვრთნელი: მამუკა ტყეშელაშვილი.
ფიზ. მომზადების მწვრთნელი: ირაკლი ჭყონია.
მენეჯერი: ზურა ამონაშვილი.
ექიმი: სერგო ბერიაშვილი.
ექიმი: გიორგი მაისურაძე.

18-წლამდელ მორაგბეთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი
პორტუგალია. ლისაბონი
I რაუნდი. 27 ოქტომბერი

საქართველო - გერმანია 50:13 (33:6)
პორტუგალია - ბელგია 38:10
 

II რაუნდი. 30 ოქტომბერი
საქართველო - ბელგია 55:6 (31:3)
პორტუგალია - გერმანია 34:3
 

III რაუნდი. 2 ნოემბერი
ბელგია - გერმანია 13:6
საქართველო - პორტუგალია 33:17 (19:17)

 

ადგ. გუნდი თ. მ. ფ. წ. ბ. ქ. ბონ. სულ
1. საქართველო    3    3    0    0 138:36  12       3    15
2. პორტუგალია    3    2    0    1 89:46   8       2    10
3. ბელგია    3    1    0    2 29:99   4       0    4
4. გერმანია    3    0    0    3 22:97   0       1    1


ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.109862