ამბები

21:57 | 3.11.2012 | ნანახია 2298 - ჯერ

საქართველო “ალაფაზე” არ იქნება

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები, 2013 წელს ჩილეში გასამართ მსოფლიო თასის “ალაფაზე” არ იქნება.
ეს იმიტომ, რომ პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში დასრულებული შესარჩევი ტურნირის ფინალურ მატჩში, მასპინძელთა გუნდმა 23:10 იმარჯვა. აქამდე, “ალაფის” საგზურს ევროპიდან გამარჯვებული და ფინალისტი იღებდნენ, მაგრამ, რადგან მსოფლიო თასის 12 ელიტარული გუნდიდან იტალია გავარდა, მან ავტომატურად დაიკავა ევროპისთვის განკუთვნილი ორიდან ერთი ადგილი “ალაფაზე”.
მასპინძლებმა პირველი ტაიმი 20:3 მოიგეს, მეორე ნახევრის დასაწყისში, ქართველებმა ლელო-გარდასახვით ჩამორჩენა შეამცირეს, მაგრამ მატჩის ბოლომდე ქულა ვეღარ აიღეს და ჯამში 10:23 დამარცხდნენ.
ამ მატჩის და ტურნირის სტატისტიკა და დაწვრილებითი ინფორმაცია მოგვიანებით იქნება.  
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.0921