სიახლეები

12:03 | 7.02.2016 | ნანახია 1118 - ჯერ

ჩემპიონი მთავარი პრეტენდენტის წინააღმდეგ

ექვსი ერის ბოლო ორი გათამაშების გამარჯვებული ირლანდია, ტიტულის დაცვას დღეიდან, ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად მიჩნეულ უელსთან მატჩით იწყებს.

მიუხედავად იმისა, რომ ირლანდიელები ზედიზედ ორი წელია ექვს ერზე პირველობას არავის უთმობენ, ბუქმეიქერები მის მსფლიო თასზე გამოსვლას ითვალისწინებენ და ჯო შმიდტის შეგირდებს სულაც არ მიიჩნევენ მთავარ ფავორიტად. პირველობის უმთავრეს ფავორიტებად სპეციალისტები გადახალისებულ ინგლისის ნაკრებს და უორენ გეტლანდის დინამიურ უელსის ნაკრებს მიიჩნევენ, „სამყურები“ კი, მესამე ადგილზე არიან.

ამ შეფასებაში გარკვეულ როლს საკვანძო მორაგბეების - იან ჰენდერსონის, პიტერ ომაჰონის და კრის ჰენრის ტრავმები, ასევე საერთაშორისო რაგბიდან პოლ ოკონელის წასვლა თამაშობს. პირველ მატჩში მონაწილეობას არ მიიღებენ შონ ობრაიენი და რობ ქერნიც. ტრავმა მოიშუშა და თამაშს იწყებს რობ ჰენშოუ, გუნდში ახალი სახე კი, სიჯეი სტენდერი იქნება.

უელსის ნაკრებს ტრავმის გამო ლი ჰალფპენი დააკლდება და რადგან ლიამ ვილიამსიც არ იყო 100 პროცენტით მზად, გეტლანდმა არჩევანი გარეთ ენსკომბზე შეაჩერა. „დრაკონების“ შემადგენლობაში თამაშს იწყებენ ტომ ჯეიმსი და რობ ევანსი, რომლებიც მწვრთნელმა ალექს კატბერტს და ჯენკინსს ამჯობინა, რითაც ყველას აგრძნობინა, რომ შეუცვლელი არავინაა.

ირლანდიელებისთვის ბუქმეიქერების დამოკიდებულება, რომლებიც ფავორიტებად უელსს მიიჩნევენ, გამაღიზიანებელი უნდა იყოს. გარდა ამისა, მსოფლიო თასის დაწყებამდე „სამყურებს“ „დრაკონებმა“ დუბლინში 16:10 მოუგეს და ახლა ირლანდიელი პუბლიკა უპირობო რევანშის მოლოდინშია. „ავივაზე“ თამაში თბილისის დროით 19 საათზე იწყება.

ბოლო 10 დაპირისპირება:

2015: ირლანდია - უელსი 10:16 (დუბლინი)

2015: უელსი - ირლანდია 23:16 (კარდიფი)

2014: ირლანდია - უელსი 26:3 (დუბლინი)

2013: უელსი - ირლანდია 22:30 (კარდიფი)

2012: ირლანდია - უელსი 21:23 (დუბლინი)

2011: უელსი - ირლანდია 22:10 (მ.თ. ველინგტონი)

2011: უელსი - ირლანდია 19:13 (კარდიფი)

2010: ირლანდია - უელსი 27:12 (დუბლინი)

2009: უელსი - ირლანდია 15:17 (კარდიფი)

Dublin. Aviva Stadium

ირლანდია: 15 Simon Zebo, 14 Andrew Trimble, 13 Jared Payne, 12 Robbie Henshaw, 11 Keith Earls, 10 Jonathan Sexton, 9 Conor Murray, 8 Jamie Heaslip, 7 Tommy O’Donnell, 6 CJ Stander, 5 Devin Toner, 4 Mike McCarthy, 3 Nathan White, 2 Rory Best (c), 1 Jack McGrath
სათადარიგოები: 16 Sean Cronin, 17 Jerry Cronin, 18 Tadhg Furlong, 19 Donnacha Ryan, 20 Rhys Ruddock, 21 Kieran Marmion, 22 Ian Madigan, 23 Dave Kearney

უელსი: 15 Gareth Anscombe, 14 George North, 13 Jonathan Davies, 12 Jamie Roberts, 11 Tom James, 10 Dan Biggar, 9 Gareth Davies, 8 Taulupe Faletau, 7 Justin Tipuric, 6 Sam Warburton (c), 5 Alun-Wyn Jones, 4 Luke Charteris, 3 Samson Lee, 2 Scott Baldwin, 1 Rob Evans
სათადარიგოები: 16 Ken Owens, 17 Gethin Jenkins, 18 Tomas Francis, 19 Bradley Davies, 20 Dan Lydiate, 21 Lloyd Williams, 22 Rhys Priestland, 23 Alex Cuthbert

მატჩის სთრიმები:
http://www.vipleague.tv/rugby/362837/1/ireland-vs-wales:-rbs-six-nations-live-stream-online.html

http://www.vipleague.tv/rugby/362837/2/ireland-vs-wales:-rbs-six-nations-live-stream-online.html

http://www.vipleague.tv/rugby/362837/3/ireland-vs-wales:-rbs-six-nations-live-stream-online.html

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.092608