საქართველოს სარაგბო ნაკრებმა ნოემბრის ტესტ-მატჩებისთვის მზადება დაიწყო. შაბათს საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე ნაკრების კანდიდატები საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში გაემგზავრნენ. სადაც კვირას მათ ფრანგულ კლუბებში მოთამაშე ნაკრების ძირითადი ბირთვიც შეუერთდა.
ტულუზაში სამდღიანი შეკრების შემდეგ, ნაკრები თბილისში დაბრუნდება და უკვე სრული შემადგენლობით, 11 ნოემბერს, მომავალი შეხვედრებისთვის მზადებას “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე გააგრძელებს.
საქართველოს რაგბის კავშირის პრეს-სამსახურის ცნობით, ნაკრების ხელმძღვანელობამ 10 დღიან შეკრებაზე 32 მოთამაშეს უხმო, აქედან ოთხ მორაგბეს – გიორგი ფრუიძეს, ვაჟა ხუციშვილს, საბა ნიკოლავას და თამაზ მჭედლიძეს ეროვნულ გუნდში არცერთხელ უთამაშიათ.
შეგახსენებთ, რომ ტესტ-მატჩები 17 და 24 ნოემბერს “ლოკომოტივის” სტადიონზე 15:00 საათზე დაიწყება. 17 ნოემბერს, “ბორჯღალოსნები” იაპონიას ეთამაშებიან, ხოლო 24-ში – ფიჯის ეროვნულ ნაკრებს.
აღნიშნული თამაშებისთვის მოსამზადებლად, ნაკრების ხელმძღვანელობამ შემდეგი მორაგბეებ გამოიძახა:
დავით ხინჩაგაშვილი
ვასილ კაკოვინი
დავით ზირაქაშვილი
ანტონ ფეიქრიშვილი
დავით ქუბრიაშვილი
მიხეილ ნარიაშვილი
იური ნატრიაშვილი
შალვა მამუკაშვილი
ლევან დათუნაშვილი
გიორგი ნემსაძე
ვახტანგ მაისურაძე
ვიქტორ კოლელიშვილი
შალვა სუთიაშვილი
მამუკა გორგოძე
ბექა ბიწაძე
გიორგი თხილაიშვილი
ირაკლი აბუსერიძე
გიორგი ბეგაძე
ვაჟა ხუციშვილი
მერაბ კვირიკაშვილი
ლაშა მალაღურაძე
ლაშა ხმალაძე
მერაბ შარიქაძე
დავით კაჭარავა
თედო ზიბზიბაძე
რევაზ გიგაური
ირაკლი მაჩხანელი
ალექსანდრე თოდუა
ირაკლი ყიასაშვილი
გიორგი ფრუიძე
საბა ნიკოლავა
თამაზ მჭედლიძე
მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი.
მწვრთნელი: ილია მაისურაძე.
მწვრთნელი: ილია ზედგინიძე.
მენეჯერი: ვასილ აბაშიძე.
ექიმი: ერიკ დალასი.
ექიმი: ბესო აბრამიშვილი.
ფიზმომზადების მწვრთნელი: ტონი ბურჟერი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია