ამბები

19:36 | 7.11.2012 | ნანახია 3331 - ჯერ

თბილისს მსოფლიო რაგბის ლეგენდა ტანა უმაგა ესტუმრება

ხვალ თბილისს მსოფლიო რაგბის ლეგენდა ახალზელანდიელი ჯონათან ფალეფასა უმაგა (ტანა უმაგა) ესტუმრება. ცნობილია, რომ უმაგა ნოემბრის ტესტ-მატჩებისთვის “ბორჯღალოსნების” უკანა ხაზს მოამზადებს.
გარდა იმისა, რომ ზელანდიელი მსოფლიო რაგბის ლეგენდა ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელის მილტონ ჰეიგის მეგობარია, ქართველ მორაგბეებსაც კარგად იცნობს და მათზე საკმაოდ მაღალი წარმოდგენა აქვს. სწორედ ამან განაპირობა საქართველოს ნაკრებთან მუშაობის დიდი სურვილი.
უმაგა ფრანგულ ”ტულონში” გია ლაბაძესთან ერთად თამაშობდა, შემდეგ კი დავით ქუბრიაშვილის მწვრთნელი იყო.
უმაგა ერთადერთი წარმოშობით სამოელი მორაგბეა, რომელიც ლეგენდარული “ოლ ბლექსის” კაპიტანი ყოფილა. მისი მეთაურობით “კივებმა” ჩატარებული 21 მატჩიდან 19 მოიგეს. ტანას ნაკრებში 74 კეპი აქვს მოხვეჭილი, ხოლო სამხრეთულ ზე-14-ში 111 მატჩი აქვს ჩატარებული.
კარიერის დასრულების შემდეგ, იგი ჯერ – ფრანგული “ტულონის”, ხოლო შემდეგ ზელანდიური “ჩიფსის” მწვრთნელი გახლდათ. ამჟამად, უმაგა სათავეში უდგას “ქაუნთის მანუკაუს”, რომელმაც წელს ჩემპიონატი მოიგო და პრემიერშიფში ანუ საუკეთესო შვიდ გუნდში გადავიდა.
2000 წელს უმაგა ახალი ზელანდიის წლის საუკეთესო მორაგბედ აღიარეს, 2005 წელს კი ნომინირებული იყო ირბ-ს წლის საუკეთესო მორაგბის ნომინაციაზე.

 

http://www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.075371