საქართველოს ჩემპიონის - “ლელო სარასენსის” მწვრთნელები ლევან მაისაშვილი და მიხეილ სუჯაშვილი ახალი წლის დღეებში ინგლისში გაემგზავრნენ და პარტნიორი კლუბის, “სარასენსის” მუშაობის სტილს ადგილზე ეცნობიან.
ეს სტუმრობა ქართულ და ინგლისურ კლუბებს შორის ზაფხულში გაფორმებული ხელშეკრულების ნაწილია. თბილისს უკვე სტუმრობდნენ “სარასენსის” შერკინების მწვრთნელი და აკადემიის მენეჯერი, ამჯერად კი, საპასუხო ვიზიტის დრო დადგა.
ქართველი მწვრთნელები ბრიტანეთს 2 იანვარს ეწვივნენ და მომდევნო დღეს “სარასენსისა” და “ლონდონ აირიშის” თამაშს დაესწრნენ (22:6). გამომგზავრებამდე მაისაშვილი და სუჯაშვილი პრემიერშიპის კიდევ ერთ შეხვედრას იხილავენ ცოცხლად - 10 იანვარს “სარასენსი” “გლოსტერს” ეთამაშება. გარდა ამისა ისინი უშუალოდ ესწრებიან გუნდის მზადების პროცესს, ეცნობიან აკადემიის მუშაობის სტილს და შეიძლება ითქვას, ეს კვირა სრულად “სარასენსის” ცხოვრებით ცხოვრობენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია