ამბები

12:09 | 12.11.2012 | ნანახია 2420 - ჯერ

ბილეთების გაყიდვა დაიწყო

დღეს, დილის 11 საათიდან, “დინამო არენასა” და “მიხეილ მესხის” სალაროებში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ორ უახლოეს მატჩებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო.
თუ ვინმემ ჯერ კიდევ არ იცის, შეგახსენებთ, რომ 17 ნოემბერს “ბორჯღალოსნები” იაპონიის, ხოლო 24 ნოემბერს ფიჯის ნაკრებს დაუხვდებიან. ორივე თამაში “მიხეილ მესხზე” გაიმართება და 15 საათზე დაიწყება. ბილეთების ფასი ადგილების მიხედვით 5 და 10 ლარია.
მნიშვნელოვანია, რომ ვაკის 27227-ადგილიანი სტადიონი გაივსოს და ამით, ერთი მხრივ, მთელ მსოფლიოს დავუმტკიცოთ, რომ საქართველოში რაგბი გვიყვარს და მეორე მხრივ, ქართველ ვაჟკაცებს გვერდში დგომით დავეხმაროთ უმნიშვნელოვანესი მეტოქეების დამარცხებაში. ცნობისთვის, “თვიქნემზე”, ინგლისისა და ფიჯის ნაკრებების შეხვედრას 82 ათასი მაყურებელი დაესწრო, არადა, ინგლისელებისთვის ფიჯელთა სტუმრობა დაახლოებით ისეთივე ამბავია, ჩვენ რომ უკრაინის, გერმანიის, ან ბელგიის ნაკრები გვესტუმრება.
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.076951