იაპონური რაგბისთვის სანატრელი დღე დადგა - 27 თებერვალს, თბილისის დროით დილის 8 საათზე იაპონური “სანვოულვზი” სუპერ რაგბიში პირველ მატჩს, ტოკიოში სამხრეთაფრიკული „ლაიონსის“ წინააღმდეგ გამართავს.
„სანვოუვლზის“ შემადგენლობის ძირითად ბირთვს იაპონიის ნაკრების მორაგბეები შეადგენენ. 2015 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე „საკურებმა“ ქომაგების დიდი სიმპათია დაიმსახურეს, ამიტომ ამ კლუბის პირველი მატჩისადმი ინტერესი საკმაოდ დიდია.
მარკ ჰამეთის შეგირდებმა სამხრეთაფრიკულ გიგანტთან მატჩისთვის კარგი მომზადება ვერ გაიარეს, ისინი სულ რამდენიმე კვირის წინ შეიკრიბნენ და ერთი საკონტროლო მატჩის ჩატარება მოასწრეს.
იოჰან აკერმანის ქვეშევრდომობის ქვეშ „ლომებმა“ პროგრესი განიცადეს და წინა წელს სუპერ რაგბიში მე-8 პოზიციის დაკავებაც შეძლეს. აფრიკული კლუბი წელსაც საკმაოდ მოტივირებულია.
იაპონელების რიგებში უცხოელი ექსპერტები კაპიტან შოთა ჰორიეს გამოარჩევენ, 30 წლის კვაჭს სუპერ რაგბიში თამაშის გამოცდილება უკვე აქვს, 2013-14 წლებში შოთა ავსტრალიურ „რებელსში“ გამოდიოდა. ხოლო „ლაიონსის“ რიგებში ჯაკო კრიელზე გვამახვილებინებენ ყურადღებას, იგი კლუბის ერთ-ერთი საკვანძო მორაგბეა.
რაც შეეხება ფავორიტს, ფავორიტები, რა თქმა უნდა, „ლომები“ არიან. მიუხედავად იმისა, რომ მათ შორ გზაზე დამღლელი მგზავრობა და იაპონელი ქომაგი ელით, უცხოურ ვებგვერდებზე სამხრეთაფრიკელებს 15 ქულის ფარგლებში გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ.
უჩა გოგიძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია