ამბები

13:42 | 21.11.2012 | ნანახია 3456 - ჯერ

ბორჯღალოსნები ფიჯისთან სათამაშოდ ემზადებიან

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ნოემბრის მეორე ტესტ-მატჩისთვის ემზადება. "ბორჯღალოსნები" 24 ნოემბერს "მიხეილ მესხზე" უმასპინძლებენ ფიჯის ნაკრებს, რომელიც ევროპაში ტურნეს ატარებს.

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივად მოთამაშე გუნდი ევროპას შესუსტებული შემადგენლობით ესტუმრა და საქართველოსში ჩამოსვლამდე სამივე თამაში წააგო - ინგლისთან 12:54, ინგლისის კლუბ "გლოსტერთან" 29:31 და ირლანდიის მეორე ნაკრებთან 0:53.

ფიჯის 35-კაციანი დელეგაცია თბილისში 19 ნოემბერს ჩამოფრინდა და კვირის განმავლობაში "ავჭალის" სსტადიონზე ვარჯიშობს, სადაც მას სპარინგ-პარტნიორობას უწევს ქართული კლუბი "არმია".

საქართველოს ნაკრებიც სრული დატვირთვით ემზადება ამ ძლიერ მეტოქესთან მატჩისთვის. მილტონ ჰეიგის განკარგულებაში მყოფი ყველა მორაგბე ჯანმრთელადაა, მხოლოდ დავით ზირაქაშვილს აქვს მცირე ტრავმა და სავარაუდოდ სასტარტო 15-ეულში მის ნაცვლად დავით ქუბრიაშვილი ითამაშებს.

სავარაუდოდ იგეგმება კიდევ ორი ცვლილება 17 ნოემბერს იაპონიასთან 22:25 წაგებული მატჩის შემდეგ. საქართველოს ნაკრების ვარჯიშებზე როგორც გამოიკვეთა, შერკინების მეორე ხაზში გიორგი ნემსაძის ნაცვლად ახალგაზრდა კოტე მიქაუტაძეს ვიხილავთ, ხოლო პირველ ხაზში შალვა მამუკაშვილს ირაკლი ნატრიაშვილი შეცვლის.

 

სამინისტროს პრესსამსახური

 თამუნა ყულუმბეგაშვილი ფოტო


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083302