ამბები

12:35 | 23.11.2012 | ნანახია 2938 - ჯერ

ფიჯი შესუსტებული შემადგენლობით ითამაშებს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მომავალი მეტოქე ფიჯი, ევროპულ ტურნეზე შესუსტებული შემადგენლობით გაემგზავრა და მათი მთავარი მწვრთნელი ინოკე მალე მარცხიან სერიას სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს.
“ბორჯღალოსნები” არაერთხელ ყოფილან მსგავს სიტუაციაში, როდესაც ფრანგულ კლუბებში მობურთალი ლეგიონერების გარეშე დარჩენილა და ეს ჩვენს შედეგებზეც აისახებოდა. ფიჯელებმა ინგლისის ეროვნულ გუნდთან 12:54 წააგეს, ინგლისურ კლუბ “გლოსტერს” 33- წუთზე 18:0 უგებდნენ და ჯამში 29:31 დამარცხდნენ, ირლანდიის “ა” ნაკრებთან კი 0:53 განადგურდნენ.
მიუხედავად ამისა, ფიჯის ნაკრები მაინც დიდი ძალაა, მათი მორაგბეები ინდივიდუალურად ძალიან ძლიერები არიან და 24 ნოემბერს “მიხეილ მესხზე” მისული გულშემატკივარიც საინტერესო ბრძოლას იხილავს.
ინოკე მალე: “საქართველოს ნაკრებისგან ველოდებით ძლიერ თამაშს სტატიკაში, შერკინებაში და ბურთის წამოღებაში. განსაკუთრებით სახიფათონი არიან თქვენი თავდამსხმელები. ბოლო ერთი კვირა ჩვენი მიზანი ამ ყველაფრის გაანალიზება და გუნდის ამ კუთხით მომზადება იყო. გუნდი, რომლითაც ამ ევროპულ ტურნეზე გამოვემგზავრეთ, უმეტესად ადგილობრივი ჩემპიონატიდანაა დაკომპლექტებული. ფიჯელი მორაგბეები მრავლად არიან ევროპულ კლუბებში, მაგრამ ამ ჯერზე მათი დამატება ვერ მოვახერხეთ, კლუბებმა არ გამოუშვეს. შემდეგი ტესტებიდან მათაც დავიმატებთ და შედეგებიც გაუმჯობესდება. ძირითადი შემადგენლობის 8-10 მოთამაშე გვაკლია და წინა სამი თამაშის დიდი სხვაობით წაგებაც მხოლოდ ამის ბრალია”.
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.103671