მთლად კარგად ვერ დაიწყო საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა დღევანდელი მატჩი ფიჯელებთან. პირველმა ათწუთეულმა სტუმართა უპირატესობით ჩაიარა და ეს ანგარიშშიც აისახა – 0:10. ფიჯიმ ჯერ საჯარიმო გამოიყენა, მერე კი ლელო-გარდასახვაც მიაყოლა.
მასპინძლები ამის მერე გამოფხიზლდნენ და კვირიკაშვილმა საჯარიმოებიდან შეამცირა ანგარიში – 6:10.
ამას, ფიჯელთა კიდევ ერთი ლელო მოჰყვა, თუმცა ამჯერად გარდასახვის გარეშე – 6:15.
ქართველმა მორაგბეებმა განსაკუთრებულად ივარგეს ბოლო10-12-წუთეულში, რაშიც მათ სტუმართა მორაგბის გასინბინებამაც შეუწყო ხელი.
ჯერ ხინჩაგიშვილმა გაიტანა ლელო, რასაც “მეკომ” ზუსტი გარდასახვა შემატა – 13:15. შემდეგ ისევ და ისევ კვირიკაშვილმა საჯარიმოთი დააწინაურა საქართველო – 16:15. მართალია, ფიჯელებმა შესძლეს კიდევ ერთხელ წინ გასვლა – 16:18, მაგრამ ტაიმის ბოლო წუთზე მასპინძლებმა მაინც შესძლეს სახიფათო შეტევის განხორციელება და ჯარიმასაც განორჩნენ, აქ კი, სხვა ვინ იქნებოდა თუ არა “მეკო” – 19:18 და ტაიმიც დასრულდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია