იაპონიასთან ერთი კვირის წინათ წაგებული შეხვედრის შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მეორე ტესტ-მატჩიც წააგო ფიჯისთან – 19:24.
მატჩის მეორე ტაიმი პირველისგან განსხვავებული სცენარით წარიმართა. თუკი პირველში, რომელიც ქართველებმა 19:18 მოიგეს, მეტოქეები პირველივე წუთებიდან ახერხებდნენ ქულების მოპოვებას, მეორე ტაიმის 67-ე წუთამდე ვერცერთმა გუნდმა შეძლო საკუთარი ანგარიშის თუნდაც მცირედით გაზრდა – 67-ზე კი, ფიჯელებმა საჯარიმო დარტყმა გამოიყენეს და 2 ქულით დაწინაურდნენ – 19:21.
ათ წუთში სტუმრებმა კიდევ ერთი საჯარიმო შეასრულეს ზუსტად და უკვე 5 ქულით დაწინაურდნენ – 19:24. ქართველებს კი საქმის გამოსასწორებლად ძირითადი დროის 3 წუთი და მსაჯის მიერ დამატებული დრო რჩებოდათ.
მატჩის ბოლო წუთებში მასპინძლებმა მართლაც ძალიან იაქტიურეს, მაგრამ მარტო აქტიურობა არასაკმარისი აღმოჩნდა და ანგარიშიც იგივე დარჩა, ანუ ქართველმა მორაგბეებმა მეორე ტაიმში ქულა საერთოდ ვერ მოიპოვეს.
ეს “ბორჯღალოსანთა” ბოლო მატჩი იყო მიმდინარე წელს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია