ამბები

12:58 | 26.11.2012 | ნანახია 1484 - ჯერ

“ხარები” “ბათუმს” მიუახლოვდნენ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ჩემპიონატში სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზა დამთავრდა და ფიჯისთან გამართული თამაშის მეორე დღესვე, ერთი გადადებული შეხვედრაც გაიმართა.
რუსთავის “ხარებს” “ბათუმისთვის” V ტურში, სექტემბრის მიწურულს უნდა ემასპინძლა, მაგრამ მაშინ ეს თამაში გადაიდო და ახლაღა გაიმართა. რუსთაველებმა ზღვისპირელები 28:16 დაამარცხეს, თავად 4 ქულა აიღეს, მეტოქე უქულოდ დატოვეს და სატურნირო ცხრილში მიუახლოვდნენ. იმის გათვალისწინებით, რომ “ხარებს” კიდევ ერთი მატჩი აქვთ თადარიგში (“არმაზთან”), რომელიც უკვე 15 დეკემბერს გაიმართება, მათ ბათუმელების ჩამოტოვებაც შეუძლიათ.
სანამ “ხარები” თავის მეორე გადადებულ თამაშს გამართავენ, ჩემპიონატი თითქმის ერთთვიანი შესვენების შემდეგ 1-2 დეკემბერს, XI ტურით დაბრუნდება.

საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატი. გადადებული
რუსთავი. “ტექნიკუმი”

ხარები (რუსთავი) - ბათუმი (ბათუმი) 28:16
 

1 ლელო   10 9 0 1 292-125   43
2 არმია   10 9 0 1 260-148 41
3 აია 10 7 1 2 277-144 34
4 არმაზი 9 6 0 3 181-160   25
5 ლოკომოტივი  10 4 1 5 211-183 22
6 ჯიქები 10 4 0 6 172-161 22
7 ბათუმი 10 3 0 7 159-221 14
8  ხარები 9 3 0 6 120-212 13
9  აკადემია 10 2 0 8 87-293 9
10  ყოჩები 10 1 0 9 156-268 7

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081627